შეშლილი მაქსი (ფრენჩაიზი)

შეშლი მაქსი“ (ინგლ. Mad Max) — ავსტრალიური ანტიუტოპიური მოქმედებითი მედია-ფრენჩაიზი, რომლის ავტორები არიან ჯორჯ მილერი და ბაირონ კენედი. იგი დაიწყო 1979 წელს ფილმით „შეშლილი მაქსი“ და გაგრძელდა სამი ფილმით – „შეშლილი მაქსი 2“ (1981), „შეშლილი მაქსი 3“ (1985) და „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ (2015). პირველ სამ ფილმში მაქსის როლს ასრულებს მელ გიბსონი, ხოლო მეოთხეში – ტომ ჰარდი.

შეშლილი მაქსი
შემქმნელი
ორიგინალური ნამუშევარი „შეშლილი მაქსი“ (1979)
გამოცემები
კომიქსები შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა (2015)
კინო და ტელევიზია
ფილმ(ებ)ი
თამაშები
ვიდეო თამაშ(ებ)ი „შეშლილი მაქსი“ (1990)
შეშლილი მაქსი[1] (2015)
აუდიო
საუნდტრეკ(ებ)ი
სხვადასხვა
ფესტივალები Wasteland Weekend

სერიის მთავარი პერსონაჟია მაქს როკატანსკი, მომავალის ავსტრალიაში პოლიციის ოფიცერი, რომელიც ცხოვრობს საზოგადოების ნგრევის პერიოდში, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია ომებით და რესურსების კრიტიკული სიმწირით. როდესაც ბაიკერების სასტიკი რაზმი კლავს მის ცოლს და შვილს, მაქსი შურისძიების მიზნით მათ ანადგურებს და იწყებს უდაბნოებში ხეტიალს. ავსტრალიას მოიცავენ ბარბაროსები, მაგრამ მაქსი ცდილობს, დაეხმაროს ცივილიზებულ საზოგადოებას – თავდაპირველად საკუთარი ინტერესების გამო, მაგრამ მოგვიანებით უფრო იდეალისტური მიზნით.

კრიტიკოსებმა სერია დადებითად შეაფასეს. მეორე და მესამე ფილმი ყველა დროის საუკეთესო ფილმების სიებში ადგილებს იკავებენ. ფრენჩაიზმა გავლენა იქონია პოპულარულ კულტურაზე, მეტწილად – პოსტ-აპოკალიფსურ ჟანრზე, ისევე, როგორც სხვა მედიაზე – ვიდეო თამაშებზე და კომიქსებზე. 2016 წელს „მრისხანების გზა“ იქცა სერიის პირველ ფილმად, რომელმაც მიიღო ოსკარი, იყო რა ნომინირებული ათ ნომინაციაში და მიენიჭა ექვსი.

  1. Goldfarb, Andrew. E3 2013: Mad Max Announced for PlayStation 4. Ziff Davis (10 June 2013). ციტირების თარიღი: 8 April 2015.