შეფარდებითი მიუწვდომლობის პოლუსი
შეფარდებითი მიუწვდომლობის პოლუსი — ყველაზე ძნელად მისადგომი ადგილები არქტიკასა და ანტარქტიკაში. შეფარდებითი მიუწვდომლობის პოლუსები მდებარეობენ: არქტიკაში — 84°03′ ჩ. გ. 174°51′ დ. გ. / 84.050° ჩ. გ. 174.850° დ. გ.; ანტარტიკაში 82°06′ ს. გ. 54°58′ ა. გ. / 82.100° ს. გ. 54.967° ა. გ..
1958 წლის 14 დეკემბერს ანტარქტიკაში, სამხრეთ მიუწვდომლობის პოლუსზე, მყინვარულ პლატოზე, 3719 მ სიმაღლეზე შეიქმნა საბჭოთა ანტარქტიკული სამეცნიერო სადგური „მიუწვდომლობის პოლუსი“, რომელზედაც ჩაატარეს მეტეოროლოგიური, აქტინომეტრიული, გეომაგნიტური და გლაციოლოგიური დაკვირვებები, აგრეთვე მყინვარული საფრის სეისმოზონდირება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 724.