(ხატო ღვთაებისაო შეიწყალე გიორგი გურიელი და თანამეცხედრე მათი დედოფალი ელენე და ძე მათი მამიაი, ჩვენ წინამძღვარმან სერაპიონ მაჭუტაძემან შევამკობინეთ ხატი ესე ღვთაებისა ათცამეტთა საუფლოთა რათა მეოხ გვექმნეს დღესა მას განკითხვისასა და შემრაცხო მე მარჯუენეთა თანა. ამინ.)
(ყოვლად ძლიერო ღმერთო და სიტყვაო ღვთისაო ჩემო ტნო ღვთაებაო თაბორს გაბრწყინვებულო ხატო ღვთაებისაო მაცხოვარო, პირო ღვთისაო დაიცევ ორთავე შინა ცხოვრებათა სულით და ხორცით შემოქმედელი ბატონის შვილი ბატონი მალაქია ბრძანებითა მოიჭედა ზურგი ესე პატიოსნისა ხატისა შენისა ამინ და კირიელეისონ. ქორინიკონსა 346 (1658) დიდსა პარასკევსა.)
ცენტრში მოთავსებულ მაცხოვრის ხატზე ხეზე იყო შემდეგი მხედრული წარწერა:
„მაცხოვარო მეუფეოდა ხატო ღთაებისაო მოწყალე ექმენ და იხსენ ყოვლისა სატანჯველისაგან ძე გურიელისა პატრონისა მამიასი ფრიად ცოდვილი შემოქმედელ მიტროპოლიტი ნიკოლოზ, რომელმან განაახლა ხატი ესე შენი და დაასვა თავსა ზედა მრავალ ფასი თვალი.“
შემოქმედის მაცხოვრის ხატზე ასევე იყო შემდეგი წარწერები:
„ღვთაებისა უცვალო ხატო იხსენ წახდენისა და წაწყმედისა შემოქმედელ მიტროპოლიტი იაკობ დუმბაძე და ძმა მისი კანდელაკი იესე მეუღლითურთ და ძით და რძლით და ასულითურთ. ამინ.“