შეთანხმება ეკლესიის მთავრებთან

„შეთანხმება ეკლესიის მთავრებთან“ (ლათ. Confoederatio cum principibus ecclesiasticis) — საღვთო რომის იმპერიის კანონი, რომელიც დაამტკიცა იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ 1220 წლის 26 აპრილს. კანონმა ფართო პრივილეგიები მიანიჭა გერმანიის უზენაეს სამღვდელოებას და საფუძველი ჩაუყარა იმპერიაში საეკლესიო სამთავროების შექმნას. „შეთანხმება ეკლესიის მთავრებთან“ ითვლება საღვთო რომის იმპერიის კონსტიტუციის ერთ-ერთ უმთავრეს სამართლებრივ საფუძვლად.

შეთანხმება ეკლესიის მთავრებთა, 1220

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება