შევდე (შვედ. Skövde) — ქალაქი სამხრეთ შვედეთში, ვესტრა-გეტლანდის ლენის დედაქალაქი და თავისივე სახელის მქონე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 34 466 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი
შევდე
შვედ. Skövde
Skövde from city hall.jpg
გერბი
Skoevde vapen.svg

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 58°23′00″ ჩ. გ. 13°51′00″ ა. გ. / 58.38333° ჩ. გ. 13.85000° ა. გ. / 58.38333; 13.85000
ფართობი 20,31 კმ²
მოსახლეობა 34 466 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 697 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0500
შევდე — შვედეთი
შევდე

მდებარეობს ქალაქ გეტებორგიდან 150 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, შვედეთის ორ დიდ ტბას — ვენერნსა და ვეტერნს შორის. მის აღმოსავლეთ მხარეს გადაჭიმულია დაბალი, ბილინგენის მთები (299 მ), რომლებიც ორ ტბას შორის მდებარე ვაკეს კვეთს. 1890-ან წლებში შევდეზე გაიარა დასავლეთის მთავარმა რკინიგზამ, რამაც დრამატულად გაზარდა ქალაქის მრეწველობა და მოსახლეობა.

ქალაქის სტატუსი 1413 წელს მიიღო.[1] 1759 წელს მნიშვნელოვნად დააზიანა გამანადგურებელმა ხანძარმა.[1]

ქალაქიდან 13 კმ-ში მდებარეობს აეროპორტი.[2] 37 კმ-ში კი მდებარეობს მარიესტადი, რომელიც თავისი საკათედრო ტაძრითაა ცნობილი. შევდეში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, სადაც 8 000 სტუდენტი სწავლობს.[3]

ქალაქში ასევე მდებარეობს კომპანია Volvo Penta-ის ძრავების ქარხანა,[4] რომელიც სხვა მწარმოებელ, Volvo AB-სა და საავტომობილო მარკა Volvo-სთვის ნაწილებს აწარმოებს. ქარხანაში 5000 ადამიანია დასაქმებული. რამდენიმე მილით სამხრეთ-დასავლეთით, მდებარეობს ურანის საბადო რანსტადი.[5]

ქალაქს ჰყავს საკუთარი საფეხბურთო გუნდი „შევდე აიკი“, რომელიც შვედეთის მესამე დივიზიონში ასპარეზობს.[6]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Skövde Nationalencyklopedin
  2. Skövde Flygplats
  3. Quick Facts Официальный сайт Университета Шёвде
  4. Завод Skövde volvopenta.com
  5. Шёвде
  6. Kontaktuppgifter och tävlingar - Skövde AIK Официальный сайт Шведского футбольного союза
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შევდე&oldid=2402403“-დან