შაჰრიარი
შაჰრიარი (დ. 16 იანვარი, 1605, აგრა — გ. 23 იანვარი, 1628) — მოგოლი უფლისწული (შაჰზადა), დიდ მოგოლთა იმპერიის დროებითი მმართველი 1627 წლის ნოემბრიდან 1628 წლის 19 იანვრამდე, იმპერატორ ჯაჰანგირის უმცროსი ვაჟი, თემურიდების დინასტიის წარმომადგენელი. მამის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა ლაჰორში და დროებით დაიკავა მოგოლთა ტახტი. მას მფარველობდა მისი დედობილი, მამამისის საყვარელი მეუღლე — ნურ-ჯაჰანი.
შაჰრიარი | |
---|---|
დიდ მოგოლთა იმპერიის დე-ფაქტო მმართველი (იმპერატორი) | |
მმართ. დასაწყისი: | 7 ნოემბერი 1627 |
მმართ. დასასრული: | 19 იანვარი 1628 |
წინამორბედი: | ჯაჰანგირი |
მემკვიდრე: | შაჰ-ჯაჰანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 იანვარი 1605 |
დაბ. ადგილი: | აგრა, დიდ მოგოლთა იმპერია |
გარდ. თარიღი: | 23 იანვარი 1628 |
გარდ. ადგილი: | ლაჰორი,დიდ მოგოლთა იმპერია |
მეუღლე: | ლადლი ბეგუმი |
შვილები: | არზანი ბეგუმი |
სრული სახელი: | სალეფ ად-დინ მუჰამად შაჰრიარი |
დინასტია: | თემურიდები |
მამა: | ჯაჰანგირი |
დედა: | სალიჰა ბანუ ბეგუმი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშაჰრიარი დაიბადა 1605 წლის 16 იანვარს ქალაქ აგრაში, ბაბუამისის, აქბარის მმართველობის პერიოდში. იმავე წელს მამამისი, ნურუდდინ მუჰამად სალიმ მირზა ჯაჰანგირის სახელით ავიდა დიდ მოგოლთა საიმპერატორო ტახტზე. შაჰრიარის დედა, სალიჰა ბანუ ბეგუმი 1609 წელს გარდაიცვალა. ის აღზარდა მისმა დედინაცვალმა, ლამაზმა და გავლენიანმა ნურ ჯაჰანმა. შაჰრიარმა განათლება ქაშმირში მიიღო. სწავლულები მას რელიგიას, ხელოვნებასა და ომს ასწავლიდნენ.
1621 წელს იქორწინა ნურ-ჯაჰანის შვილზე, (რომელიც მოგოლი სარდლისგან ჰყავდა) ლადლი ბეგუმზე. ამავე წელს, ისევ ნურ-ჯაჰანის გავლენით, ჯაჰანგირმა დანიშნა ფერგანის მმართველად. მან მალევე მოიპოვა ავტორიტეტი ამ პროვინციაში და თავისი უფროსი ძმისთვის, შაჰ-ჯაჰანისთვის ტახტის მოცილედ იქცა. 1625 წელს შაჰრიარი თატას მმართველი გახდა.
1627 წელს მამამისი გარდაიცვალა და ტახტისათვის ბრძოლა დაიწყო. იმპერატორობის პრეტენდენტობის კანდიდატები იყვნენ შაჰ-ჯაჰანი, შაჰრიარი და მისი ძმისშვილი — დავარ ბაქში. ნურ-ჯაჰანმა შაჰრიარს მისცა უფლება ტახტზე ასულიყო და ლაჰორში აიღო ძალაუფლება ხელში. ამავდროულად აგრაში ადგილობრივებს იმპერატორად დავარ ბაქშის გამოაცხადებაც კი განიზრახეს. იმპერია გაურკვევლობამ და დინასტიურმა დაპირისპირებებმა მოიცვა.
საბოლოოდ, 3 თვის შემდეგ ჯაჰანგირის მე-3 ვაჟმა, შაჰ-ჯაჰანმა, ვეზირ, აზაფ ხანის დახმარებით მოახერხა დავარის, შაჰრიარისა და მისის ბიძაშვილების — გარშასფისა და ჰოშანგის დატყვევებმა. 1628 წლის 19 იანვარს მოგოლთა რიგით მე-5 იმპერატორი გახდა შაჰ-ჯაჰანი. მისი ბრძანებით აზაფ ხანმა ლაჰორში სიკვდილით დასაჯა შაჰრიარი, დავარი და დანარჩენი ამბოხებული შაჰზადეები. შაჰრიარი დაკრძალეს ლაჰორში. მისი მომხრეები ამოხოცეს, ხოლო ნურ-ჯაჰანი ლაჰორის სასახლეში გამოკეტეს. მოგვიანებით შაჰრიარის ერთადერთი შვილი, არზანი ბეგუმი მითხოვდა შაჰ-ჯაჰანის შვილსა და მემკვიდრეს, იმპერატორ აურანგზებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Nur Jahan: Empress of Mughal India, by Ellison Banks Findly, Oxford University Press US. 2000. ISBN 0-19-507488-2.
- Bamber Gascoigne: Die Großmoguln - Glanz und Größe mohammedanischer Fürsten in Indien. Prisma-Verlag, Gütersloh 1987, ISBN 3-570-09930-X
- Ellison Banks Findly: Nur Jahan, Empress of Mughal India. Oxford University Press 1993, ISBN 0-19-507488-2