შაჰინ სელიმ ოღლი იმრანოვი (აზერ. Şahin İmranov; დ. 23 სექტემბერი, 1980) — აზერბაიჯანელი მოკრივე, ევროპის მოყვარულთა ჩემპიონატების ორგზის ვერცხლის მედალოსანი 2002 და 2006 წლებში. აზერბაიჯანის რიგებში მონაწილეობას იღებდა 2004 წლის ათენში, საბერძნეთში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

შაჰინ იმრანოვი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1980(1980-09-23) (44 წლის)
დაბ. ადგილი სუმგაითი
ქვეყანა აზერბაიჯანი

შაჰინ იმრანოვი დაიბადა 1980 წლის 23 სექტემბერს ქალაქ სუმგაითში. ის წარმოშობით გოიჩას რაიონის სოფელ ჯილიდან არის. დაამთავრა 20-ე საშუალო სკოლა. ამის შემდეგ სწავლა განაგრძო აზერბაიჯანის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო აკადემიაში, რომელიც აგრეთვე დაასრულა. 2002 წელს რუსეთის ქალაქ პერმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. იმრანოვმა იასპარეზა 57 კგ წონით კატეგორიაში. მოახერხა ფინალში გასვლა, სადაც დამარცხდა რუს რაიმკულ მალახბეკოვთან. შესარჩევ შეხვედრაში დაამარცხა ფრანგი ხედაფი ჯელხირი. მეოთხედფინალში დაამარცხა უკრაინელი დმიტრო ბულენკოვი. ნახევარფინალში დაამარცხა ბულგარელი ალექსეი შაიდულინი.[1] 2006 წელს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავის კარიერაში მეორედ მოახერხა ვერცხლის მედლის მოპოვება. 57 კგ წონით კატეგორიაში ფინალში, რუს ალბერტ სელიმოვთან დამარცხდა. [2] 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხდა ინდოელ ანთრეშ ლალიტ ლაკრამ. მინიჭებული აქვს სპორტის ოსტატის წოდება.

2007 წელს იყო ქალაქის სუმგაითის საბაჟოს თანამშრომელი.[3]. გარდა კრივისა შაჰინს უყვარს ფეხბურთი.

საუკეთესო შედეგი EALB რეიტინგში - მესამე პოზიცია.[4].

მისი სიმაღლეა 170 სანტიმეტრი, ხოლო წონა – 57 კგ.

ოლიმპიური თამაშები 2008

რედაქტირება

შაჰინ იმრანოვმა ოლიმპიურ თამაშებზე პირველ შეხვედრაში, 1/16 ფინალში დაამარცხა ყაზახეთის წარმომადგენელი, გალიბ ჯაფაროვი, 1/8-ში - საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო მეოთხედფინალში, კუბელი იდელ ტორიენტე. ნახევარფინალში 23 აგვისტოს, შაჰინმა წააგო ფრანგ კედაფი ჯელიკირთან, რომელმაც თამაშებზე მეორე ადგილის დაკავება მოახერხა. პირველ ადგილზე გავიდა უკრაინელი ვასილი ლომაჩენკო. და კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სპორტსმენმა თუქმა სპორტსმენმა იაკუბ ქილიჩმა. ნახევარფინალში დამარცხების შედეგად აგრეთვე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შაჰინ იმრანოვმა.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მიღწეული წარმატებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებით დაჯილდოვდა „პროგრესის“ მედლით.

შაჰინ იმრანოვის მწვრთნელი არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელია ელდარ აბილოვი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება