შაჰიდ ბალხელი
აბულ ჰასან შაჰიდ იბნ ჰუსაინ ჯაჰუდანაქი ბალხი (სპარს. ابوالحسن شهيدبن حسين جهودانکي بلخی), ქართულენოვან გამოცემებში ცნობილი, როგორც შაჰიდ ბალხელი (გ. 935, ისლამური კალენდრით 325 წ.) — სპარსი თეოლოგი, ფილოსოფოსი[1], პოეტი და სუფი. დაიბადა ბალხში (დღევანდელი ავღანეთი)[2]. შაჰიდ ბალხელი იყო აბუ ზაიდ ალ-ბალხის თანამედროვე და მასთან ურთიერთობაც აკავშირებდა. გარკვეული ფილოსოფიური საუბრები ჰქონდა ცნობილ სპარს სწავლულთან აბუ ბაქრ მუჰამედ არ-რაზისთან[1][3].
შაჰიდ ბალხელს აქვს ლექსები როგორც სპარსულ, ისე არაბულ ენაზე[4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 http://www.teheran.ir/spip.php?article158
- ↑ http://ganjoor.net/roodaki/baghimande/sh74/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-07. ციტირების თარიღი: 2015-03-10.
- ↑ http://www.tafrihi.com/تصویر-جشن-تولد-34-سالگی-لیندا-کیانی-در-مک