ზილოლა მუსაევა (უზბეკ. Zilola Bahodirovna Musayeva, Зилола Баҳодир қизи Мусаева; დ. 28 ივლისი 1979, ტაშკენტი, უზბეკეთი), ცნობილია, როგორც შაჰზოდა (უზბეკ. Shahzoda) — უზბეკი მომღერალი და მსახიობი.[1] მომღერალი პოპულარულია უზბეკეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში.[2] აქვს მოპოვებული გარკვეული პოპულარობა რუსეთშიც. აქვს ჩაწერილი სიმღერები: უზბეკურ, რუსულ, სპარსულ, ყაზახურ, ტაჯიკურ და ინგლისურ ენებზე.

შაჰზოდა
Shahzoda

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ზილოლა ბაჰოდიროვნა მუსაევა
აგრეთვე ცნობილი როგორც შაჰზოდა
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1979 (1979-07-28) (45 წლის)
დაბ. ადგილი ტაშკენტი უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა
უზბეკური მუსიკა
საქმიანობა ვოკალისტი, მსახიობი
აქტიური 1998-დან დღემდე
საიტი shakhzoda.ru
შაჰზოდა ვიკისაწყობში

ბიოგრაფია და კარიერა

რედაქტირება

ზილოლა მუსაევა დაიბადა 1979 წლის 28 ივლისს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში. დაქორწინებულია რავშანბეკ იულდაშიევზე და ჰყავს ორი ვაჟიშვილი ჰალიდი და სალიჰი.

თავის სოლო კარიერამდე, შაჰზოდა იყო პოპ ჯგუფ „jonim“-ის ორი წევრიდან ერთ-ერთი. ისინი მოიპოვეს დიდება სიმღერით „Qarara ko'zlarimga“ (არ შეიხედო ჩემ თვალებში), 1998 წელს. ორი წლის შემდეგ, ჯგუფიდან გამოყოფით ორივე მომღერალმა შაჰზოდამ და აზიზამ, დაიწყეს წარმატებული სოლო კარიერა.

შაჰზოდას პირველი სინგლი „Bor ekan“ გახდა ჰიტი უზბეკეთში და მოიპოვა პოპულარობა ქვეყნის პოპ კულტურაში. სინგლის წარმატების შემდეგ, 2002 წელს შაჰზოდამ გამოუშვა თავისი პირველი ალბომი ამავე სახელწოდებით. ალბომი გახდა წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ალბომი.

შაჰზოდას მეორე ალბომი „Baxt bo'ladi“ 2003 წელს გამოვიდა, რომელიც კიდევ ერთი ჰიტ ალბომი გახდა მისთვის. შაჰზოდას მესამე ალბომი „Keragimsan“ 2004 წელს გამოიცა და გამოსვლის პირველივე კვირას 25 000-ზე მეტი ასლი გაიყიდა. ალბომის პირველი სინგლი „Keragimsan“ 2004 წლის მაისში „Vodiy Sadosi“ რადიოზე გამოვიდა. სინგლი უზბეკეთში ჰიტი. სინგლები როგორიცაა „baxtliman“, „Sevgi“, „Tamannozi“ რადიოსა და სატელევიზიებში ჰიტად იქცა. „Qayt“, რომელიც დუეტში იმღერა ცნობილ უზბეკ რეპერთან, შოჰრუსთან ერთად, ასევე ჰიტად იქცა და მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსებისგან. ალბომების ერთ-ერთი სინგლი „Hayot ayt“ აირჩიეს უზბეკური ფილმის „Fotima va Zuhra“-თვის, სადაც შაჰზოდამ მთავარი როლი შეასრულა.

შაჰზოდას მეოთხე ალბომი „Baxtlimisan“ 2005 წელს გამოვიდა, რომელიც პირველივე კვირას 50,000-ზე მეტი ასლი გაიყიდა. ალბომის პირველი სინგლი „Keragimsan“ რადიო არხებზე გამოვიდა და თაყვანისმცემლებისგან დადებითი შეფასება მიიღო. ალბომის სინგლები როგორიცაა „Baxtliman“, „Faqat sen“, „Layli va Majnun“ ასევე იქცა ჰიტებად.

შაჰზოდამ შეასრულა რამდენიმე სიმღერა ტაჯიკურ ენაზეც, როგორიცაა „Manu tanho“ და „Naghz mebinam“, ამით დაიმსახურა ტაჯიკების დადებითი შეფასება. მისი სიმღერა „Shahriyor“, რომელიც შეასრულა კიდევ ერთ ცნობილ რეპერთან ერთად, და „Birinchi sevgi“ უზბეკური ჩარტების სათავეში მოექცა.

შაჰზოდამ მოიპოვა გარკვეული პოპულარობა რუსეთშიც. მისი პირველი სინგლისთვის „1000 და ერთი ღამე“ და „Между небом и землёй“ (Dj Smash ერთად), მიიღეს დადებითი შეფასება თაყვანისმცემლებისგან.

შაჰზოდას სტუდიური ალბომი, სახელწოდებით „Qora koʻzlaring“, იყო მთლიანად დაწერილია და წარმოებული ბენდ „Benom“ მიერ.

2011 წლის დეკემბერში, შაჰზოდა აღიარეს, როგორც „საუკეთესო მომღერალი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“ Big Apple Music Awards-ზე, რომელიც გაიმართა ნიუ-იორკში.

2013 წელს ცნობილი გახდა, რომ შაჰზოდა უზბეკეთს თურქვიზია 2013-ზე წარმოადგენს, სიმღერით „Медленно“.[3][4]

დისკოგრაფია

რედაქტირება
წელი ალბომი
2002 Bor ekan
2003 Baxt boʻladi
2004 Keragimsan
2005 Baxtliman
2007 Assalomu alaykum
2009 Sevgi bor
2009 Unutmadim
2010 Tilayman
2011 Qora koʻzlaring
2013 Bu muhabbat
2014 Sen menga kerak
2015 Rahmat Hayot

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ეს არის ქრონოლოგიურად დალაგებული ფილმების სია, სადაც შაჰზოდა გადაიღეს.

წელი ფილმი როლი შენიშვნა
2000 Tohir va Zuhra yangi talqinda ზუჰრა მუსიკალური
2004 Sevinch ნარგიზა
2004 Xavfli burilish თავითავი სტუმრის სტატუსით
2004 Sarvinoz სარვინოზი
2005 Fotima va Zuhra ზუჰრა
2006 Voy dod sumalak თავისთავი კამეა, მუსიკალური
2007 Zumrad va Qimmat ზუმრადი
2010 Majruh სევარა
2011 Nafs თავისთავი, ულუგბეკ ქოდიროვი კამეა
2012 O Maryam, Maryam მარიამი
2016 Sharofatxonning kelinlari yoxud navro′z muborak თავისთავი სტუმრის სტატუსით

შაჰზოდამ ბევრი ჯილდო აქვს მიღებული. ყველაზე აღსანიშნავია „Nihol“, უზბეკური ჯილდო, რომელიც გადაეცემა იმ პიროვნებას, ვინც აღიარებულია საუკეთესო პროფესიონალური მუსიკის და ფილმის დამზადებაში. მას მიღებული აქვს მრავალი Tarona Records Awards ჯილდო, მათ შორის „საუკეთესო ქალი მომღერალი“, „საუკეთესო სიმღერა“, „საუკეთესო სიმღერები“, „საუკეთესო ვიდეო“, „საუკეთესო თანამშრომლობა“ და „საუკეთესო დიზაინი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Shahzoda has encore concerts“. Gazeta (Russian). 7 May 2013. ციტირების თარიღი: 4 June 2013.
  2. SHAHZODA VE SİNAN AKÇIL’DAN MUHTEŞEM DÜET “HIRKA”![მკვდარი ბმული]
  3. Granger, Anthony (12 November 2013). „Uzbekistan: Shahzoda Will Represent Uzbekistan“. Eurovoix. ციტირების თარიღი: 12 November 2012.
  4. Türkvizyon 2013 (13 November 2013). ციტირების თარიღი: 13 November 2013.