შახტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
შახტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ შახტიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. ეკლესია ააგეს დაახლოებით 1897-1902 წლებში.
შახტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | შახტი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
საიტი | http://alexandrovsk-g-9.cerkov.ru/ |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ეკლექტიკა |
თარიღდება | 1897 — 1902 |
გარე სურათები | |
---|---|
თანამედროვე ეკლესია |
ეკლესიის მისამართი: როსტოვის ოლქი, შახტი, დასახლება აიუტინსკი, პლატოვის ქუჩა № 177․
ისტორია
რედაქტირებანიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია ააგეს 1902 წელს, დაბა აიუტინსკის მაცხოვრებელთა ინიციატივით, 1903 წელს კი ტაძარი აკურთხეს. ტაძარს ჰქონდა 3 გუმბათი და სამრეკლო, ასევე ერთი საკურთხეველი[1]:
3 ნოემბერს ხუტორ ვლასოვო-აიუტინსკიში შედგა ახალი, წმინდა ნიკოლოზის ხუტორის ტაძრის კურთხევის საზეიმო ცერემონია. კურთხევა შესრულდა ალექსანდროვ-ხრუშევსკის 6 მღვდელის, 3 დიაკვნისა და ნოვოჩერკასკის მგალობელთა გუნდის მიერ. ხუტორის მოსახლეობამ ტაძრის კურთხევისათვის გაიღო 900 რუბლი. ნოვოჩერკასკიდან ჩამოვიდა ბევრი სტუმარი და თანამდებობის პირი. მათ მეთაურს სოფელში შეხვდნენ პურითა და მარილით. კურთხევისა და შეთავაზებული ტრაპეზის შემდეგ, ითქვა რამდენიმე სიტყვა. ახალი ტაძარი აშენდა ქვისგან და საზოგადოებამ გაიღო 8 ათასი რუბლი.
რევოლუციის შემდეგ ტაძარი დახურეს, მაგრამ არ გაანადგურეს. იქ გაიხსნა კლუბი. 1991 წელს კი აღადგინეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და ის კვლავ ამოქმედდა. ახალი ეკლესია მოიცავს 5 გუმბათს, რომელიც 2012 წელს აკურთხა მეუფე ეგნატემ[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Аютинский, поселок (город Шахты). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-10. ციტირების თარიღი: 2017-11-03.
- ↑ Епископ Игнатий освятил купола и кресты восстанавливаемого Никольского храма в поселке Аюта. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-24. ციტირების თარიღი: 2017-11-07.