შახრიარ მამედიაროვი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შახრიარ მამედიაროვი (აზერ. Şəhriyar Həmid oğlu Məmmədyarov; დ. 12 აპრილი, 1985 წელი, სუმგაითი, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი) — აზერბაიჯანელი ჭადრაკის დიდოსტატი. 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, ის აზერბაიჯანის ნომერ პირველი, ხოლო მსოფლიოში მე-11 მოჭადრაკეა. მისი საუკეთესო შედეგი 2820, მას ხდის ჭადრაკის ისტორიაში ყველა დროის მეექვსე ყველაზე მაღალრეიტინგულ მოთამაშედ.

შახრიარ მამედიაროვი
დაბადების სახელი შაჰრიარ ჰამიდ ოღლუ მამედიაროვი
ქვეყანა (სპორტი) აზერბაიჯანი
ეროვნება აზერბაიჯანელები
დაბადების თარიღი 12 აპრილი, 1985 (1985-04-12) (39 წლის)
დაბადების ადგილი სუმგაითი, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი
წოდება დიდოსტატი
მაქსიმალური რეიტინგი 2820
ჯილდოები და პრემიები Azerbaijan Democratic Republic 100th anniversary medal
საიტი mamedyarov.com

მამედიაროვი მონაწილეობდა კანდიდატთა ტურნირში 2011 წელს (გამოვარდა მეოთხედფინალში), 2014 წელს (მეოთხე ადგილი) და 2018 წელს (მეორე ადგილი). ის ორგზის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონია (2003 და 2005 წწ.) და 2013 წელს იყო მსოფლიოს ჩემპიონი რაპიდში. ის არის ორგზის გამარჯვებული ტალის მემორიალში (2010 ერთობლივი და 2014 ბლიცი) და შამკირის ჭადრაკში (2016 და 2017), ასევე 2018 წლის ბიელის საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებული, სადაც მან დაამარცხა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

შახრიარის მშობლები აზერბაიჯანის ზანგილანის რაიონიდან არიან. 1980 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ სუმგაითში, აზერბაიჯანი, სადაც დაიბადა შახიარი. მისი პირველი ჭადრაკის მასწავლებელი მამამისი იყო, რომელიც ყოფილი მოკრივეა და გარკვეული ხნის განმავლობაში ასწავლიდა კრივს შახრიაარს. მამედიაროვს ჰყავს ორი და, ზეინაბ მამედიაროვა და ტურკან მამედიაროვა, რომლებიც ასევე ჭადრაკის დიდოსტატები არიან.[1] მამედიაროვი 2012 წელს დაქორწინდა,[2] მაგრამ მალევე განქორწინდა. ის ხელახლა დაქორწინდა 2017 წლის ივლისში.[3]

პროფესიული ჭადრაკის კარიერა

რედაქტირება

2003 წელს მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში.[4] მან გაიმეორა თავისი გამარჯვება 2005 წელს და გახდა ერთადერთი ორგზის ჩემპიონი. 2005 წელს მამედიაროვმა ევროპის საკლუბო თასზე იასპარეზა და ყველა მონაწილეს შორის მეორე ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა ვასილი ივანჩუკის შემდეგ. მამედიაროვმა 2006 წლის თებერვალში მოსკოვში აეროფლოტის ღია პირველობაზე მან პირველი ადგილი დაიკავა 6½/9 ქულით.[5]

2006 წლის ოქტომბერში მან მოიგო დახურული Essent ჭადრაკის ტურნირი Hoogeveen-ში 4½/6 ანგარიშით, დაამარცხა ჯუდიტ პოლგარი.[6] 2009 წელს მან მოიგო Mainz Ordix Open-ი 10/11 ქულთ.[7] 2010 წელს ბაქოში პრეზიდენტის თასზე ვლადიმერ კრამნიკთან და გატა კამსკისთან ერთად პირველი ადგილი დაიკავა.[8] 2013 წლის ივნისში მამედიაროვმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში, ანგარიშით 11½/15.[9]

2014 წლის ნოემბერში მან მეორედ მოიგო ტალის მემორიალი. 2016 წლის ივნისში მამედიაროვმა მოიგო შამკირის მე-3 ტურნირი. მან ბოლო ორ ტურში დაამარცხა ორივე ლიდერი ფაბიანო კარუანა და ანიშ გირი. მან ტაიბრეიკში კარუანა დაამარცხა, რითაც სატურნირო გამარჯვება მოიპოვა. 2017 წლის აპრილში მამედიაროვმა ზედიზედ მეორედ მოიგო ვუგარ გაშიმოვის მემორიალი 5½/9 ანგარიშით.[10] 2018 წლის აპრილში მან მონაწილეობა მიიღო გაშიმოვის მემორიალის მეხუთე ტურნირზე და მეოთხე ადგილზე დაასრულა ანგარიშით 4½/9 (+1–1 = 7).[11] 2018 წლის 28 მაისიდან 7 ივნისამდე მან მონაწილეობა მიიღო ნორვეგიის ჭადრაკის მეექვსე ტურნირზე და დაასრულა იგი მეშვიდე ადგილზე 3½/8 ქულით (+0–1=7).[12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Shakhriyar Mamedyarov's official web-site. Mamedyarov.com. ციტირების თარიღი: 2011-10-20
  2. Shakhriyar Mamedyarov Got Married (PHOTOS) | chess-news.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2017-11-27
  3. Şəhriyar Məmmədyarov ikinci dəfə evləndi - Toydan eksklüziv FOTO. ციტირების თარიღი: 2018-12-06
  4. World Junior Championship: Mamedyarov Earns the Title. JeremySilman.com (2003-07-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-16. ციტირების თარიღი: 2021-10-23.
  5. Aeroflot Open 2006 A1. FIDE. ციტირების თარიღი: 7 May 2011
  6. Essent 2006 Mamedyarov, Judit Polgar are the winners. ChessBase.com (2006-10-29). ციტირების თარიღი: 13 October 2011
  7. Chess Classic Mainz 2009 (CCM9) 2009-07-27 - 2009-08-02 en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2021-10-23.
  8. Kramnik wins President's Cup Baku on tiebreak. ChessBase (2010-02-05). ციტირების თარიღი: 2 May 2010
  9. Doggers, Peter. (8 June 2013) Mamedyarov is the new World Rapid Champion. ChessVibes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი 2021.
  10. (hellokostya), Kostya Kavutskiy. „Mamedyarov Repeats; Wins Shamkir 2nd Year In A Row - Chess.com“. Chess.com (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-12. ციტირების თარიღი: 2017-11-27.
  11. Staff writer(s). (28 April 2018) Results: Cross Table. Shamkir Chess. ციტირების თარიღი: 28 April 2018
  12. Doggers, Peter. (7 June 2018) Caruana Wins Norway Chess. Chess.com. ციტირების თარიღი: 7 June 2018