შაშიკუმარ მადჰუსუდან ჩიტრე
შაშიკუმარ მადჰუსუდან ჩიტრე (ინგლ. Shashikumar Madhusudan Chitre, დ. 7 მაისი, 1936 — გ. 11 იანვარი, 2021, მუმბაი) — ინდოელი მათემატიკოსი და ასტროფიზიკოსი, ინდოეთის ასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტი. დაჯილდოვებულია ინდოეთის მესამე უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი — პადმა ბჰუშანის ორდენით.
შაშიკუმარ მადჰუსუდან ჩიტრე | |
---|---|
ინგლ. Shashikumar Madhusudan Chitre | |
დაბ. თარიღი | 7 მაისი, 1936 |
დაბ. ადგილი | მუმბაი[1] |
გარდ. თარიღი | 11 იანვარი, 2021 (84 წლის) |
გარდ. ადგილი | მუმბაი[2] |
მოქალაქეობა | ინდოეთი |
საქმიანობა | ასტროფიზიკოსი და მათემატიკოსი |
მუშაობის ადგილი | ლიდზის უნივერსიტეტი, Tata Institute of Fundamental Research და მუმბაის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | Elphinstone College, კემბრიჯის უნივერსიტეტი[3] და Churchill College |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი |
ჯილდოები | Padma Bhushan in science & engineering |
ბიოგრაფია
რედაქტირება1956 წელს დაამთავრა ბომბეის ელფინსტონის მათემატიკის კოლეჯი, რომლის დასრულების შემდეგ მიიღო ედინბურგის ჰერცოგის სტიპენდია საზღვარგარეთ სასწავლებლად. შევიდა კემბრიჯის უნივერსიტეტის პიტერჰაუს კოლეჯში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი 1959 წელს. 1960 წელს აირჩიეს პიტერჰაუსის სტიპენდიანტად, შდეგად გახდა მაგისტრის ხარისხის მფლობელი. შემდგომში აირჩიეს გულბენკიანის კვლევით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, 1963 წელს გადავიდა ჩერჩილის კოლეჯში და 1963 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და თეორიული ფიზიკის დეპარტამენტიდან.
შაშიკუმარმა პედაგოგიური კარიერა დაიწყო 1963 წელს ლიდსის უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა1966 წლამდე. ამავე წელს მიიღო კიდევ ერთი სტიპენდია პასადენაში კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში შესასვლელად. 1967 წელს დაბრუნდა ინდოეთში და შეუერთდა ტატას ფუნდამენტური კვლევების ინსტიტუტს, რომელიც 2001 წელს პენსიაზე გასვლამდე მისი კვლევების ბაზას წარმოადგენდა. შაშიკუმარი მუმბაიში ცხოვრობდა, სადაც მომბაის უნივერსიტეტის საბაზისო მეცნიერებათა მოწინავე ცენტრში (CBS) იყო აკადემიური თავმჯდომარე, ემერიტუს პროფესორი და გამორჩეული მეცნიერი INSA . ასევე შედიოდა JN Tata Trust-ის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში და ეკავა Homi Bhabha Fellowship Board-ის საპატიო აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა.
შაშიკუმარ მადჰუსუდან ჩიტრე გარდაიცვალა 2021 წლის 11 იანვარს 84 წლის ასაკში. [4]
სამეცნიერო ინტერესები
რედაქტირებაშაშიკუმარი დაკავებული იყო სამეცნიერო კვლევებით ჰელიოფიზიკისა და ასტროფიზიკის დარგში. ჩაატარა ვრცელი კვლევა გრავიტაციული ლინზების, მზის მაგნიტური აქტივობის ციკლის, მზის დინამოს თეორიისა და ნეიტრინოების როლზე მზის ატმოსფეროში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kembhavi A. Shashikumar M. Chitre (1936–2021) // Curr. Sci. / P. Balaram — IASc Bengaluru, Current Science Association, 2021. — Vol. 120, Iss. 5. — P. 597–598. — ISSN 0011-3891
- ↑ Bose M. Renowned astrophysicist Shashikumar Madhusudan Chitre passes away at 84 — Mumbai: Deccan Herald, 2021.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Renowned astrophysicist Professor Shashikumar Madhusudan Chitre passes away at 84 (2021-01-11).