საქართველოს შაქრის კომბინატი
(გადამისამართდა გვერდიდან შაქრის კომბინატი)
საქართველოს შაქრის კომბინატი — რესპუბლიკის კვების მრეწველობის მსხვილი საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში (თბილისიდან დაშორებულია 100 კმ-ით). საწარმოს მახლობლად ჩამოყალიბდა მეჭარხლეობის საბჭოთა მეურნეობა, რომელსაც დაეთმო 3185 ჰა მიწის ფართობი. კომბინატი ძირითადად შეიარაღებულია სამამულო მანქანადანადგარებით. 1933 წელს გადაამუშავეს 4440 ტ შაქრის ჭარხალი და მიიღეს 329,9 ტ თეთრი შაქარი. შემდგომ წლებში საქართველოს შაქრის კომბინატი ყოველწლიურად ზრდიდა წარმოების მოცულობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- საყვარელიძე პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 188-189.