შარხოხი
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
შარხოხი — ვულკანური მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთის აღმოსავლეთ ნაწილში, ყელის ზეგანზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3303 მ. შეფარდებითი სიმაღლე 300 მ-ს აღწევს. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს. აქვს ჩრდილოეთისაკენ წაგრძელებული კონუსის ფორმა. გაწოლილია შადილხოხის სამხრეთით.
შარხოხი | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′43″ ჩ. გ. 44°18′26″ ა. გ. / 42.52861° ჩ. გ. 44.30722° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3303 მ |
მთის მასივი | ყელის ზეგანი |