შარლ პიშეგრიუ
შარლ პიშეგრიუ (ფრანგ. Jean-Charles Pichegru; დ. 16 თებერვალი, 1761, ლე-პლანში, ფრანშ-კონტე — გ. 5 აპრილი, 1804, პარიზი) — ფრანგი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, დივიზიონის გენერალი (1793). 1783 წელს მონაწილეობდა ჩრდილოეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომში. 1793 წელს სარდლობდა რაინის არმიას, ხოლო 1794–1795 წლებში ჩრდილოეთის არმიას ჰოლანდიის დასაპყრობად. 1795 წელს ჩაახშო იაკობინელთა აჯანყება პარიზში, შემდეგ სარდლობდა რაინ-მოზელის არმიას. 1797 წელს აირჩიეს ხუთასთა საბჭოს თავმჯომარედ. გამოვიდა დირექტორიის წინააღმდეგ. 18 ფრუქტიდორის (1797 წლის 4 სექტემბერი) გადატრიალების დროს დააპატიმრეს. 1798 წელს ჯერ ინგლისში გაიქცა, შემდეგ – პრუსიაში. 1803–1804 წლებში ჟორჟ კადუდალთან ერთად ამზადებდა ნაპოლეონზე თავდასხმას, დააპატიმრეს. თავი მოიკლა საპატიმროში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 90.