ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შარლ დიუფე (ფრანგ. Charles François de Cisternay du Fay; დ. 14 სექტემბერი, 1698, პარიზი — გ. 16 ივლისი, 1739) — ფრანგი ფიზიკოსი, ქიმიკოსი. მის სახელთანაა დაკავშირებული ერთ-ერთი ბრწყინვალე ფურცელი ელექტროობის შესწავლის ისტორიაში.

შარლ დიუფე
ფრანგ. Charles François de Cisternay du Fay
დაბ. თარიღი 14 სექტემბერი, 1698(1698-09-14)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი პარიზი[6]
გარდ. თარიღი 16 ივლისი, 1739(1739-07-16)[1] [2] [3] [4] [5] (40 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[6]
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ქიმიკოსი, ფიზიკოსი და მწერალი
მამა Charles-Jérôme de Cisternay du Fay[7]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დიუფეს მამას, შარლ-ჟერომს ავადმყოფობის გამო მალევე მოუწია სამხედრო სამსახურის მიტოვება. შემდგომ მან ხელი მიჰყო იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების შეგროვებას. დიუფეს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მეცნიერები, ამიტომ შარლ-ფრანსუას ადრიდანვე უხდებოდა მეცნიერულ და ლიტერატურულ დისკუსიებზე დასწრება. ასეთმა სიტუაციამ დიუფეს მეცნიერების დაუფლებისადმი ლტოლვას ხელი შეუწყო. იგი მალევე გაიწვის სამხედრო სამსახურში და 14 წლის უკვე საფრანგეთის არმიის ლეიტენანტი გახდა. პარალელურად იგი აგრძელებდა ფიზიკისა და ქიმიის შესწავლას. მისი შრომები იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ 25 წლის ასაკში მეცნიერებათა აკადემიის წევრადაც კი აირჩეს.

მოღვაწეობა

რედაქტირება

1733 წლიდან დიუფემ დაიწყო გამოკვლევები ელექტროობაში. იგი თავდაპირველად გულმოდგინედ ეცნობოდა ამ სფეროში არსებულ ნაშრომებს ამავე პერიოდში გამოაქვეყნა მისი პირველი ისტორიული გამოკვლევა — „ელექტროობის ისტორია“. ეს ნაშრომი ელექტროობის ისტორიაში პირველ ნაშრომად მიიჩნევა.

დიუფემ ელექტროობაში წამოჭრილი საკითხები ძირითად ექვს ჯგუფად დაყო. ესენია:

  1. არის თუ არა დაელექტროება ყველა სხეულისათვის საერთო თვისება;
  2. ყველა სხეულს შეუძლია თუ არა ამ თვისებების მიღება თოკთან ან სხვა უწყვეტ სხეულთან დაელექტროებული სხეულის უშუალოდ შეხებისას ან მიახლოვებისას;
  3. როგორ სხეულებს შეუძლია ელექტრული ძალების გადაცემა და ელექტროობით როგორი სხეულები მიიზიდება ყველაზე უკეთესად;
  4. რა საერთოა მიზიდვისა და განზიდვის ძალებს შორის და დამოკიდებულნი არიან თუ არა ისინი ერთმანეთზე;
  5. რა პირობებში დიდდება ან მცირდება ელექტროობის ძალა (ახდენს თუ არა გავლენას მასზე სიცარიელე, შეკუმშლი ჰაერი, ტემპერატურა, და ასე შემდეგ);
  6. რა დამოკიდებულება არსებობს ელექტროობასა და დაელექტროებული სხეულის მიერ სინათლის გამოსხივების უნარს შორის და აქედან გამომდინარე რა დასკვნის გაკეთება შეიძლება.

ამ საკითხების წაკითხვის შემდეგ ნათლად ჩანს თუ როგორი განსხვავებული ინტუიცია ჰქონდა დიუფეს. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება თუ მივიჩნევთ, რომ ელექტროობაში ფარადეიმდე არავის ასე ღრმად და ვრცლად არ დაუსვამს გადასაჭრელი პრობლემები.

1733 წლის 14 ნოემბერს მოხსენებაში „სხეულთა შესახებ, რომლებიც ყველაზე ძლიერად მიიზიდება ელექტრული ნივთიერებებით და გააჩნია ელექტროობის გადაცემის დიდი უნარი“, დიუფე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სხეული ხასიათდება „დიდ მანძილზე ელექტრობის გადაცემის“ სხვადასხვა უნარით. დიუფეს ერთ-ერთი ნაშრომი — „ელექტრული სხეულების მიზიდვისა და განზიდვის შესაღებ“ შეიძლება ჩაითვალოს ელექტროობის იდეალური თეორიის პროტოტიპად. დიუფემ პირველმა წამოაყენა და დაადასტურა ორი განსხვავებული ელექტროობის არსებობის იდეა. ამით მან დიდი დახმარება გაუწია კულონს შემდგომში (1784) კანონის ჩამოყალიბებაში. „ტყავით გახეხილი მინის ორი ღერო ურთიერთგანიზიდავს, ხოლო იგივე მინის ღერო შალით გახეხილ ქარვას მიიზიდავს“ — წერს დიუფე. აქედან გამომდინარე დიუფე ბუნებაში არსებულ ყველა ნივთერებას ორ კლასად ყოფს. ერთი ეკუთვნის მინის ელექტროობის კლასს, ხოლო მეორეს ებონიტის ელექტროობის კლასს. მისი ეს აღოჩენა შემდგომში მივიწყებულ იქნა და 26 წლის შემდეგ საიმერმა იგი ხელახლა აღმოაჩინა. დიუფემ პირველად შექმნა ელექტროსკოპის პროტოტიპი.

1734 წლის 21 ევლისს დიუფემ პარიზის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა „მეხუთე ცნობა ელექტრობაზე“, რომელშიც გადმოსცა გარემო პირობების გავლენა ელექტროობაზე. აქვე აჩვენა, რომ სხეულის ფერი მის დაელექტოებაზე არ მოქმედებს. დიუფე მეექვსე ამოცანის გადაწყვეტისას თავისდაუნებურად შეეხო ბუნებისმეტყველების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას — ელექტროობასა და დაელექტროებული სხეულის მიერ გამოსხივებულ სინათლეს შორის კავშრს. მან ამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოახერხა, რადგან მისი პერიოდი მხოლოდ ელექტროობის საწყის სტადიას წარმოადგენდა.

დიუფემ პირველმა დამუხტა ადამიანი და მისგან მიიღო ნაპერწკალი. ეს აღმოჩენა ევროპის არისტოკრატიულ სალონებში გასართობადაც კი გამოიყენეს.

იგი გარდაიცვალა 1739 წლის 16 ივლისს, 41 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 67-69, თბ., 1980.
  • Б. И. Спасский, История физики, ч. 1, М., 1963.
  • Ф. Розенбергер, История физики, ч. II, М.-Л., 1937.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  5. 5.0 5.1 Base biographiqueBIU Santé.
  6. 6.0 6.1 Дюфе Шарль Франсуа // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. Bibliothèque nationale de France Record #107008895 // BnF catalogue généralParis: BnF.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შარლ_დიუფე“-დან