შარლ ოგიუსტენ კულონი
შარლ ოგიუსტენ კულონი (ფრანგ. Charles-Augustin de Coulomb; დ. 14 ივნისი, 1736 — გ. 23 აგვისტო, 1806) — ფრანგი ფიზიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1781). კულონის მშობლები იყვნენ ანრი კულონი და კატრინ ბაჟე. 1761 წელს დაამთავრა სამეფო საინჟინრო სასწავლებელი. მომდევნო 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას საინჟინრო საქმიანობას ეწეოდა. თუმცა, ამასთან ერთად, აწარმოებდა მნიშვნელოვან კვლევებს.
შარლ ოგიუსტენ კულონი | |
---|---|
ფრანგ. Charles-Augustin de Coulomb[1] [2] [3] | |
დაბ. თარიღი | 14 ივნისი, 1736[4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბ. ადგილი | ანგულემი |
გარდ. თარიღი | 23 აგვისტო, 1806[5] [4] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (70 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ფიზიკოსი, ინჟინერი[13] , ოფიცერი[13] , სამხედრო ინჟინერი, სამხედრო და ჯარისკაცი |
ალმა-მატერი | ოთხი ერის კოლეჯი და მეზერეს სამეფო საინჟინრო სკოლა[13] |
მეუღლე | |
ჯილდოები | 72 names on the Eiffel Tower[14] |
მეცნიერული მიღწევები
რედაქტირებაკულონმა შეისწავლა დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება რაოდენობრივად. მან გამოიყენა გრეხითი სასწორი. გრეხითი სასწორი შედგებოდა დრეკადი მავთულისაგან, რომელზეც დამაგრებული იყო მინის ღერო. ღეროს ერთ ბოლოზე დაამაგრა ანწლის ბურთულა, მეორეზე — საპირწონე. კიდევ ერთი ანწლის ბურთულა უძრავად მოათავსა სასწორის სახურავზე. როდესაც ორ ბურთულას მიანიჭა ერთსახელიანი მუხტები, მათ ერთმანეთი განიზიდეს. მავთული შემობრუნდა გარკვეული კუთხით. ამ კუთხის მიხედვით განსაზღვრა ბურთულებს შორის ურთიერთქმედების ძალა. ცდების შედეგად დაადგინა კანონი, რომელსაც კულონის კანონი უწოდეს და რომელიც საოცრად ჰგავს მსოფლიო მიზიდულობის კანონს. დამუხტული სხეულების დამუხტვის ხარისხის დასახასიათებლად შემოიღეს ახალი ფიზიკური სიდიდე ელექტრული მუხტი და აღნიშნეს q ასოთი. შემდგომში მუხტის საზომ ერთეულს კულონი უწოდეს. კულონის კანონი ასე გამოითქმის: ვაკუუმში ორ წერტილოვან მუხტს შორის მოქმედი ძალა პირდაპირპროპორციულია მუხტების მოდულთა ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა.
სადაც q1 და q2 ელექტრული მუხტია, ხოლო k პროპორციულობის კოეფიციენტი. ამ კანონს უწოდეს ელექტროსტატიკის ძირითადი კანონი. ელექტროსტატიკა ელექტროდინამიკის ნაწილია, რომელიც შეისწავლის უძრავი მუხტების ურთიერთქმედებას. ხახუნით დაელექტროების დროს მკვლევარებს დიდხანს არ შეუმჩნევიათ, რომ ელექტროვდებოდა ორივე სხეული, ამასთან საწინააღმდეგო მუხტით. როგორც კი ეს მოვლენა შეამჩნიეს, ცხადი გახდა, რომ დაელექტროება ეს მუხტის წარმოქმნა კი არა, მათი გაყოფა იყო. სიდიდით ტოლი და საწინააღმდეგო მუხტით დამუხტული სხეულები ერთმანეთთან შეხებისას კარგავენ მიზიდვის უნარს. ამ დროს მუხტი კი არ ქრება, არამედ ნეიტრალდება, ე.ი. თითოეულ სხეულზე დადებითი და უარყოფითი მუხტების რაოდენობა ტოლი ხდება. პირველმა ცდებმა აჩვენეს, რომ ზოგიერთ სხეულებს კარგად გადააქვთ ელექტრული მუხტი, ზოგიერთს კი სრულებით არა. ამიტომ ნივთიერებები გაყვეს გამტარებად და არაგამტარებად ანუ იზოლატორებად. შემდგომში ელექტრული მუხტის მიმართულ გადაადგილებას გამტარში ელექტრული დენი უწოდეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 https://www.britannica.com/biography/Charles-Augustin-de-Coulomb — ენციკლოპედია ბრიტანიკა.
- ↑ 2.0 2.1 https://www.universalis.fr/encyclopedie/charles-augustin-coulomb/ — Encyclopædia Universalis.
- ↑ 3.0 3.1 https://www.larousse.fr/archives/grande-encyclopedie/page/3763 — Larousse Encyclopedia online.
- ↑ 4.0 4.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 6.0 6.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 7.0 7.1 SNAC — 2010.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 10.0 10.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 11.0 11.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 12.0 12.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ 13.0 13.1 13.2 Timoshenko S. History of strength of materials : with a brief account of the history of theory of elasticity and theory of structures — SPGI, 1953. — 454 p. — ISBN 978-0-486-61187-7
- ↑ https://www.toureiffel.paris/fr/le-monument/tour-eiffel-et-sciences