მთავარი მენიუს გახსნა

რენე შარი (ფრანგ. Réné Char; დ.14 ივნისი, 1907 — გ. 19 თებერვალი, 1988) — XX საუკუნის ფრანგი პოეტი და ფრანგული წინააღმდეგობის წევრი.

რენე შარი
René Char Capitaine Alexandre.jpg
დაბ. თარიღი 14 ივნისი 1907(1907-06-14)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ლ’ილ-სიურ-ლა-სორგი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 19 თებერვალი 1988(1988-02-19)[1] [3] [7] [4] [5] [6] (80 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა პოეტი, მწერალი და ფრანგული წინააღმდეგობის მებრძოლი
ენა ფრანგული ენა[1]
ეროვნება ფრანგები
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
ჟანრი ლირიკა
ჯილდოები საუკუნის 100 წიგნი
მეუღლე ტინა ჟოლა და მარი-კლოდ შარი
ხელმოწერა SignatureRenéChar.jpg

ბიოგრაფიარედაქტირება

რენე შარი დაიბადა ვოკლუზის დეპარტამენტში, საფრანგეთში, ემილი შარისა და მარი-ტერეზაა რუჟეს ოჯახში. მან თავისი ბავშვობა გაატარა ნევონში. რენე აქტიურად თამაშობდა რაგბის და ძალიან მაღალი იყო (1.92 მ).

შარის პირველი წიგნი, ზარები გულზე (Cloches sur le cœur) გამოქვეყნდა 1928 წელს. წიგნში თავმოყრილი იყო პოემები, რომელიც რენემ 1922-1926 წლებში დაწერა. 1929 წელს, მან დააარსა ჟურნალი მერიდიანები (Méridiens) ანდრე კეიატთან ერთად. ნოემბერში შარი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც გაიცნო ლუი არაგონი, ანდრე ბრეტონი, რენე კრეველი და შეუერთდა სიურრეალისტებს. რენე აქტიურად იყო ჩართული სიურრეალისტურ მოძრაობაში 1930-იან წლებში.

1940 წელს რენე შარი შეუერთდა ფრანგულ წინააღმდეგობას კაპიტან ალექსანდრის სახელით. ამ პერიოდში ის არ აქვეყნებდა წიგნებს, მაგრამ 1943-1944 წლებში დაწერა "ჰიპნოზის ფურცლები", რომელიც 1946 წელს გამოქვეყნდა და დიდი წარმატება მოიპოვა. პოეტი გარდაიცვალა 1988 წელს, გულის შეტევით, პარიზში.

რენე მეგობრობდა ცნობილ მწერლებთან - ალბერ კამიუსთან, ჟორჟ ბატაისთან, მორის ბლანშოსთან და ისეთ გამოჩენილ მხატვრებთან, როგორიცაა პაბლო პიკასო, ჟოან მირო და ვიქტორ ბრაუნერი.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. René Char
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. RKDartists