შარიტე

კლინიკა ბერლინში

შარიტე – ბერლინის საუნივერსიტეტო მედიცინის კლინიკა (გერმ. Charité – Universitätsmedizin Berlin) — ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საუნივერსიტეტო კლინიკა; ჰუმბოლდტის და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტების შვილობილი.[1] „შარიტე“ დაარსდა 1710 წელს და ამჟამად არის გერმანიის კვლევითი ფონდის მრავალი გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მფლობელი. იგი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე კვლევატევადი სამედიცინო დაწესებულებაა. 2012-2020 წლებში „შარიტე“ Focus-ის რეიტინგში გერმანიის 1000 საუკეთესო საავადმყოფოს შორის საუკეთესოს სტატუსის მფლობელი იყო.[2][3] 2019 და 2020 წლებში Newsweek-მა „შარიტე“ მსოფლიოს ხუთ საუკეთესო საავადმყოფოს შორის და ევროპის საუკეთესო კლინიკად დაასახელა.[4] 2019 წლიდან არის ბერლინის საუნივერსიტეტო ალიანსის ინსტიტუტი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ბერლინის ტექნიკური, თავისუფალი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტები და მასში 2019 წლის მდგომარეობით მოღვაწეობდა 290-ზე მეტი პროფესორი და 8077-ზე მეტი სტუდენტი. „შარიტეს“ კლინიკაში მოღვაწეობდა მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გერმანელი მეცნიერების უმეტესობა, მათ შორის რობერტ კოხი, ემილ ფონ ბერინგი და პაულ ერლიხი.[5]

კლინიკა „შარიტეს“ სათაო კამპუსი მიტეს რაიონში, ბერლინი (Campus Charité Mitte)

სათაურის ტექსტი

რედაქტირება
  1. Charité – Universitätsmedizin Berlin Geschichte. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-10. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
  2. Berlin, Charité-Universitätsmedizin. Pressemitteilung.
  3. Mayer, Kurt-Martin (21 September 2014). „Die FOCUS-Klinikliste: Die Charité ist Deutschlands bestes Krankenhaus – Gesundheits-News – FOCUS Online – Nachrichten“. Focus (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 27 October 2015.
  4. The Best Hospitals in the World en (2019-03-29). ციტირების თარიღი: 2019-04-01
  5. 2011, Charité – Universitätsmedizin Berlin. „Home“. Charité – Universitätsmedizin Berlin (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-09-12.CS1-ის მხარდაჭერა: რიცხვითი სახელები: ავტორების სია (link)