შანტარამიგრეგორი დევიდ რობერტსის 2003 წლის რომანი. დაფუძნებულია ავტორის ცხოვრებაზე.

შინაარსი

რედაქტირება

1978 წელს შეიარაღებული ძარცვების სერიაში ბრალდებულ პროტაგონისტს, რომლის სახელსაც ავტორი არ ახსენებს, 19-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 1980 წელს იგი ციხიდან გაიქაც, რის შემდეგაც 10 წლის მანძილზე ავსტრალიაში პირველი ძებნილი პირი იყო.

პროტაგონისტი ყალბი პასპორტით, ლინდსი ფორდის სახელით, ბომბეიში ჩავა, სადაც დროებით აპირებდა გაჩერებას და მოგვიანებით ახალი ზელანდიიდან გერმანიაში გადასვლას გეგმავდა, თუმცა იგი ქალაქში დარჩენას გადაწყვეტს. ბომბეიში ლინდსი ადგილობრივ მამაკაცს, სახელად პრაბაკერს, დაუმეგობრდება, რომელიც მას ლინს დაარქმევს. ისინი პრაბაკერის სოფელს ეწვევიან, სადაც პრაბაკერის დედა ლინს დაარქმევს შანტარამს, რაც ნიშნავს ღვთიური სიმშვიდის კაცს. მუმბაიში უკან დაბრუნებისას მეგობრებს გაძარცვავენ, რის შემდეგაც სამართალდამცავთაგან დამალვის მიზნით ლინი იძულებულია ღარიბთა დასახლებაში იცხოვროს.

ლინი თავის საცხოვრებელ ადგილას მასიური ხანძრის შემდეგ უფასო საავადმყოფოს ხსნის. იგი ხდება ქოლერის ეპიდაფეთქების მომსწრე და ერთვება ეპიდემიასთან ბრძოლაში. ლინი გაეცნობა ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს, უმეგობრდება ადგილობრივ ადამიანებს და სწავლობს მათ ენას. რომანში წარმოჩენილია მუმბაის ეთნოკულტურული მრავალფეროვნების მაღალი დონე, პერსონაჟებს შორის მრავალი სხვადასხვა წარმოშობის ადამიანს ვხვდებით, ასევე აღწერილია, თუ როგორ წყდება ეთნიკური და ოჯახური კონფლიქტები მჭიდროდ დასახლებული და ეთნიკურად მრავალფეროვან საზოგადოებაში. ლინის უყვარდება კარლა, ამერიკელ-შვეიცარიელი ქალი.

ლინი უმეგობრდება ადგილობრივ მსახიობებს და რამდენიმე ბოლივუდის ფილმში მცირე როლსაც ასრულებს. იგი ასევე ხდება მუმბაის კრიმინალური სამყაროს წევრი და ერთვება ნარკოტიკებისა და იარაღების გაყიდვაში, რაც მას მუმბაის ციხეში ამოაყოფინებს თავს. იქ იგი სასტიკი ფიზიკური და მენტალური ძალადობის მსხვერპლი გახდება, თუმცა ავღანური მაფიის კლანის ლიდერის პროტექტორატით მას გაათავისუფლებენ, რის შემდეგაც ლინი პასპორტების გაყალბებისა და ვალუტის გადაცვლის შავ ბაზარზე იწყებს მუშაობას. მაფიის დაკვეთით ლინი ბევრს მოგზაურობს და აფრიკამდეც აღწევს. მოგვიანებით ლინი მიდის ავღანეთში, სადაც მოჯაჰიდ მეომრებს იარაღს აწვდის. როცა მის მენტორს კლავენ, ლინი აცნობიერებს, რომ იგი ყველაფერი გახდა, რაც სძულდა, ეს კი მას დეპრესიაში აგდებს. ინდოეთში დაბრუნებული ლინი გადაწყვეტს, იმისთვის იბრძოლოს, რისი ჭეშმარიტებისაც თავად სწამს და პატიოსან ცხოვრებას მიჰყოს ხელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება