შალომი — ებრაული ყოველკვირეული გაზეთი, რომელიც გამოიცემა თურქეთში. მისი სახელი წარმოშობილია ებრაული მისასალმებელი სიტყვიდან „შალომ“. იგი დააარსა თურქ ებრაელმა ჟურნალისტმა ავრამ ლეიონმა 1947 წლის 29 ოქტომბერს. იბეჭდება სტამბოლში. გაზეთი გამოდის თურქულ ენაზე. რედაქტორია იაკუპ ბარკასი. ტირაჟი დაახლოებით 5,000-ია.

შალომი
Şalom
ენა თურქული
მთავარი რედაქტორი იაკუპ ბარკასი
პუბლიკაციის დეტალები
ქვეყანა თურქეთი
რედაქციის მისამართი სტამბოლი
ტიპი პოლიტიკური

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება