შალვა ჯაბახიძე
შალვა იოსების ძე ჯაბახიძე (დ. 19 ივნისი, 1973, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, გენერალ-მაიორი (2019) და სპორტსმენი (ძიუდო).
დაამთავრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის საარტილერიო და სახმელეთო ჯარების სამეთაურო-ტაქტიკური ფაკულტეტები, გაიარა კაპიტნის საკარიერო და სამეთაურო–საშტაბო კურსები. მოხალისედ იბრძოდა აფხაზეთის ომში (1992-1993). შემდეგ მისდევდა სპორტულ კარიერას (სამბო) საქართველოსა და საბერძნეთში. 1998 წლიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიაში ერაყში (2006-2007). სხვადასხვა დროს იყო IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაური (2015-2016), სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი (2016), გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე (2016-2019). 2019 წლიდან ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი. მიღებული აქვს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი ჯილდო.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი წარუდგინა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 7 მარტი 2016.