შალვა ცხადაძე
შალვა ცხადაძე (დ. 4 მარტი, 1916, კრასნოვოდსკი — გ. 16 ივნისი, 1975) — ქართველი გრაფკოსი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1963).
ბიოგრაფია
რედაქტირება1942 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო ვ. სიდამონ-ერისთავისა და ი. შარლემანის მოწაფე. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ლითოგრაფიების სერია „ძველი თბილისი“ (1947-1948), „სვანეთი“ (1957, დაზგური გრაფიკა „ქართლის დედა“, „მწყემსი“, „ჩინელი გოგონა“, ილუსტრაციები ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემისა „ბედი ქართლისა“ (1944), მან მხატვრულად გააფორმა ზღაპრები: „წითელქუდა“ (1954), „კომბლე“ (1950), „ირმისა“, „რწყილი და ჭიანჭველა“ და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 246-247.