შალვა ციციაშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1924, ქუთაისი — გ. 2001) — ქართველი ექიმი. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

მუშაობდა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის ს. კორსაკოვის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში 1948-1949 წლებში. 1949-1952 წლებში იყო რსფრ-ს ჯანდაცვის სამინისტროს მოსკოვის ცენტრალური ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1953-1959 წლებში კი მოსკოვის ვ. სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1960 წლიდან კი იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომისა შიზოფრენიის პრობლემებზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა დაიცვა - „შიზოფრენიის მარტივი ფორმის კლინიკა, დინამიკა და სასამართლო-ფსიქიატრიული შეფასება“, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა გამოქვეყნებული მონოგრაფიის - „Шизоаффективные психозы экзогенно манифестированные во взрослом возрасте“ - საფუძველზე 1999 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 340

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება