შალვა თადეოზის ძე ჩაგუნავა (დ. 20 სექტემბერი, 1909, სოფ. ხიდი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 15 იანვარი, 1993, 83 წლის ასაკში[1]) — ქართველი კინორეჟისორი, ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1962).

1935 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. ეიზენშტეინის კლასი). სკკპ წევრი 1941 წლიდან. 1926 წლიდან მუშაობდა კინოში. გადაღებული აქვს ოთხასამდე კინოჟურნალი და სპეცგამოშვება, ასზე მეტი დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარული ფილმი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება