შალვა ნუცუბიძის ქუჩა

შალვა ნუცუბიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში (ვეძისი, დელისი). სახლები ნომერი 1-77 და 2-52 მდებარეობს საბურთალოს რაიონში, ხოლო დანარჩენი ვაკის რაიონში. მოქცეულია სიმონ კანდელაკისა და ელიზბარ მინდელის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში. 1969 წელს სიმონ კანდელაკის ქუჩის მონაკვეთს ეწოდა შალვა ნუცუბიძის სახელი. 70-იან წლებში დაიწყო მიმდებარე ფერდობების განაშენიანება (არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი).

შალვა ნუცუბიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი საბურთალოს რაიონი, ვაკის რაიონი
უბანი ვეძისი, დელისი

ლიტერატურა

რედაქტირება