შალვა კერესელიძე (კონსტრუქტორი)
შალვა იასონის ძე კერესელიძე (დ. 12 დეკემბერი, 1913, უწერა — გ. 3 იანვარი, 1997) — ქართველი კონსტრუქტორი, ინჟინერ-მექანიზატორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1960), საქართველოს სსრ-ის დამსახურებული გამომგონებელი (1961), პროფესორი (1962).
ბიოგრაფია
რედაქტირება1943-1949 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1949-1954 წლებში იყო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანების სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი; 1955-1962წ წლებში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პრორექტორი. 1962-1971 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილე და პრობლემური ლაბორატორიის უფროსი; 1971-1975 წლებში სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანების სამეცნიერო და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი; 1975 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანების სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიების ლაბორატორიას;
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 630.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 575.