შალვა დემეტრაძე
შალვა ივანეს ძე დემეტრაძე (დ. 1907, ცხრაწყარო, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 25 ოქტომბერი, 1971, თბილისი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
შალვა დემეტრაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1907 |
დაბადების ადგილი | ცხრაწყარო (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) |
გარდაცვალების თარიღი | 25 ოქტომბერი, 1971 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი და საზოგადო მოღვაწე |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ და Q126325004? |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა ჯერ ქუთაისის, ხოლო შემდეგ ზესტაფონის გიმნაზიაში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო გაზეთ „კომუნისტში“. ერთ ხანს მოღვაწეობდა გამომცემლობა „საბჭოთა მწერალში“. აქედან მოყოლებული, თითქმის 40 წელი უანგაროდ ემსახურა ქართული წიგნის გამოცემის საქმეს, ჯერ გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნებაში“, შემდეგ „მერანში“. მისი ასეთი სიყვარული ქართული წიგნისადმი შემთხვევითი არ ყოფილა. შ. დემეტრაძე ყრმობიდანვე ეზიარა ქართულ პოეზიას, ახლო ურთიერთობა ჰქონდა „ცისფერყანწელებთან“, ღურსეული მეგობრობა გაუწია ტიციან ტაბიძეს და პაოლო იაშვილს. სწორედ მას მოუწია მათი წიგნების შედგენა-გამოცემა და ამ ძვირფასი სახელების ხალხისთვის დაბრუნება.
მინიჭებული ჰქონდა საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება, ხოლო 1941-1945 წლებში სამამულო ომში მამაცობის დასტურად — მთავრობის ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 123, თბ., 1994