შალვა გოგელია
ქართველი პუბლიცისტი, ანარქისტი.
შალვა ილიას ძე გოგელია (დ. და გ. წლები უცნობია) — ქართველი პუბლიცისტი, ანარქისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1906 წელს თბილისში გამოსცა ბროშურა „ჩვენი მტრები და მეგობრები“, რომელშიც ხალხის მჩაგვრელ ინსტიტუტებად მიიჩნევდა მონარქიას, კაპიტალიზმს, ოჯახს, ტრადიციებს. 1908 თავის ძმასთან გიორგი (კომანდო) გოგელიასთან ერთად გამოსცა წიგნი „კრიტიკა სოციალ-ფედერალიზმისა და კრიტიკა სოციალდემოკრატიისა“. 1905–1907 რევოლუციის პერიოდში ისინი მწვავედ დაუპირისპირდნენ ქართველ ანარქისტთა მეორე ჯგუფს (ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხეილ წერეთელი). 1910-იანი წლებიდან გოგელია აღარ ჩანს პოლიტიკურ სარბიელზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- შველიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 60.