შავი მარგალიტი (ტელენოველა)

არგენტინული ტელენოველა


შავი მარგალიტი (ესპ. Perla negra) — არგენტინული ტელენოველა, რომელიც რაულ ლეკოუნამ ტელეკომპანია ტელეფესთან ერთად გადაიღო 1994 და 1995 წლებში. სერიალში თამაშობენ ცნობილი არგენტინელი მსახიობები: ანდრეალ დელ ბოკა, გაბრიელ კორადო, მილი სტიგმანი, მარია როსა გალო და სხვები.

შავი მარგალიტი
ჟანრი მელოდრამა
დრამა
ავტორი ენრიკე ტორესი
მთავარი თემა სიყვარული (ასრულებს ანდრეა დელ ბოკა)
ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
ენა ესპანური
სეზონი 1
სერია 200
ეპიზოდი 200
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ორნელა ზამპიცინი
პროდიუსერ(ებ)ი რაულ ლეკოუა
ხანგრძლივობა 45 წუთი
კომპანია სონოტექსი (Sonotex)
ეთერი
ორიგინალური არხი ტელეფე (telefe)
ეთერში 4 დეკემბერი, 19948 სექტემბერი, 1995

ტელენოველა გადღებულია სონოტექსის (ესპ. Sonotex) სტუდიებში, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ პროვინცია მარტინესში, რომელიც იმ დროს რაულ ლოკუნას საკუთრებას წარმოადგენდა. სერიალი ენრიკე ტორესმა დაწერა, ხოლო მისი ტელეეკრანიზაცია ანდრეა დელ ბოკას მამამ ნიკოლას დელ ბოკამ განახორციელა. ტელენოველა ნაჩვენები იქნა ძალიან ბევრ ქვეყანაში, ესპანეთში ტელეკომპანია TVE-1-ის, იტალიაში ტელეკომპანია Rete 4-ის და მათ შორის საქართველოშიც კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ეთერში.

2007 წელს ანდრეა დელ ბოკამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ აპირებდა სერიალის მეორე ნაწილში ეთამაშა, თუმცა ამჯერად მამაკაცის მთავარ როლს შესარულებდა ცნობილი მექსიკელი მსახიობი საულ ლისაზო, თუმცა ეს პროექტი არ განხორციელდა ბიუჯეტის სიმცირის გამო.

ჩვენება საქართველოში რედაქტირება

ტელენოველა საქართველოში 2000 წლის 14 თებერვალს დაიწყო,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ეთერში და ის ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 20:55 წუთზე გადიოდა. სერიალი იმავე წლის 27 ნოემბერს დასრულდა და მის ნაცვლად საეთერო ბადე დაიკავა ახალმა სერიალმა სახელწოდებით "ქამელეონი".

მონაწილეობენ რედაქტირება

  • ანდრეა დელ ბოკა ... პერლა ფონსეკა გალვეს / ევა პაჩეგო უეგო / პერლა სოტომაიორ უანსტეინ დე ალვარეს ტოლედო
  • გაბრიელ კორადო ... ტომას ალვარეს ტოლედო
  • მარია როზა გალო ... როსალინა სოტომაიორ. პაჩეკო უგოგოსგო
  • მილი სტეგმანი ... მალვინა ბაგგიო
  • ჟორჟ დ'ელია ... ფერნანდო ალვარეს ტოლედო
  • სესილია მარესკა ... რენატა იტურბიდე დე იდეალვარეს ტოლედო .
  • მარსელა გუტერი .... ევა პაჩკო ჰუგოგო
  • ჰენრი ზაკკა ..... დანტეს ანდრეად ზამორა
  • ჯინო რენი .... ლაურეანო ბაგიო
  • ნურბერტო დიასი .... ფერნანდო ალვარეს ტოლედო "უმცროსი".
  • მარია პია გალეანო .... ლუსილა ალვარეს ტოლედო
  • ედუარდო საფაკი .... აგუსტინ ლარეტა
  • ვივიანა საეზი .... ანა მარია
  • ხოსე მარია ლოპესი .... ზაქარიასი
  • რეხინა ლამი .... ელენე გრიზომი / ანა რაფელ ფონსეკა
  • პატრიცია კასტელი .... ბლანკა პაჩეკო უერგო დე ბაგიო
  • რაკელ კასალი .... იბოტი
  • მარსელო კოსენტინო .... ელისა ბაგგიო
  • ოსვალდო ტესერი .... ალინ
  • ალფრედო ზემა .... ბენჯამინ ვანშტაინი
  • ფაკუნდო არანა .... ლეონარდო ბასტიდები
  • გუსტავო გილენი .... მათასი
  • მარა ლინარესი
  • რიტა ნიუფაუნდლენდი .... მარია
  • ჰუმბერტო სერანო .... ჰორაციო
  • კარლოს რივკინი .... ლეონ ვანშტეინი
  • მარსელა რუიზი .... ბრუნა
  • სანდრა ვილარიუელი
  • ნატალიო ჰოქმანი .... კარლოს პაჩკო ჰუგოგო
  • რომინა იანი
  • ვალტერ სოროფი .... ექიმი კარიზომი

საუნდრეკი რედაქტირება

  • სიყვარული (ანდრეა დელ ბოკა)
  • დელირიუმი (ლუის მიგუელი)
  • ჩემი გულის ცენტრი (ჩაიანე)
  • და მე ვფიქრობ შენზე (ფრანკო დე ვიტა)
  • ცხოვრებისეული რამ (ეროსი რამაზოტი)
  • მხოლოდ თქვენთვის (სერხიო დალმა)
  • სად მიდის სიყვარული (რიკარდო მონტანერი)
  • სიყვარული, რომელიც ასე მთავრდება (ლუის ანხელი)
  • ეს ჯობია ამ გზით (კრიშტიან კასტრო)
  • საწოლი და მაგიდა (რობერტო კარლოსი)
  • რბილი (ლუის მიგუელი)
  • თუ შემომხედავ (ალეხანდრო სანცი)
  • შენნაირი სხვა (ეროსი რამაზოთი)
  • მოგების დაბრუნება (მარკოსი ლლუნასი)
  • ტკბილი გმობა (ლოს როდრიგესი)
  • ცეცხლი (რიკი მარტინი)
  • მან დატოვა (ლორა პაუზინი)
  • პირველად (რიკარდო არჯონა)
  • თბილი და ცივი (ფრანკო დე ვიტა)

გადამუშავება რედაქტირება

  • 1998 წელს მექსიკურმა სამაუწყებლო კომპანია TV Azteca-ამ გააკეთა სერიალის გადამუშავება სახელწოდებით "პერლა" (ესპ. Perla), რომელიც 208 ეპიზოდისგან შედგებოდა. სერიალში მონაწილებდნენ ცნობილი მექსიკელი მსახიობები სილვია ნავარო და ლეონარდო გარსია.
  • ტელენოველის ახალი ვერსია გადაიღო ბრაზილიამაც, სახელწოდებით "შავი მარგალიტი" (ესპ. Pérola Negra), რომელშიც მონაწილეობდნენ პატრიცია დე საბრიტი და დალტონ ვიგი. სერიალი მთლიანად ჩაწერილია 1997 წელს, თუმცა მისი ჩვენება ტელეკრანზე მოხდა 1998 და 1999 წლებში, სერიალი სულ 191 ეპიზოდს მოიცავს. 2015 წელს სერიალი ბრაზილიის სამაუწყებლო კომპანია "SBT-ის" ეთერში დაბრუნდება და მაყურებლის გულიც ისევ დიდი რეიტინგით მოიპოვა.
  • 2012 წელს მექსიკურმა კომპანია Argos Comunicación-მა გადაიღო ტელენოველის ახლებური და თანამედროვე ვერსია სამაუწყებლო კომპანია ტელემუნდოსთვის, სახელწოდებით "ვარდისფერი ბრილიანტი" (ესპ. Rosa Diamante), სერალში მონაწილებდნენ ცნობილი მსახიობები კარლა ჰერნანდესი და მაურიციო ოჩმანი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება