ყუდროს კოშკი
ყუდროს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუდროს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე. საყრდებისხევის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება XVII-XVIII საუკუნეებს.
კოშკი გეგმით კვადრატულია, სამსართულიანი. ნაგებია კვადრატული აგურით, რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვა. პირველი სართულის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში, ერთმანეთის პირდაპირ, თითო თაღოვანი შესასვლელია. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილი შესასვლელის ზედა ნახევარი მორღვეულია. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია. მესამე სართულის დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში თაღოვანი ბუხარია, რომლის სამხრეთით სათოფურია. ასეთივე სათოფურია აღმოსავლეთ კედელში. სართულშუა გადახურვა კამაროვანი ყოფილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 420.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6769