ყუბაჩური სამაჯურის საიდუმლო

ყუბაჩური სამაჯურის საიდუმლო (რუს. Загадка кубачинского браслета) — რეჟისორ რაფაელ გასპარიანცის 1982 წლის მხატვრული ფილმი, რომელიც გადაღებულია დაღესტნელი მწერლის აჰმედხან აბუ-ბაქარის ავტობიოგრაფიული მოთხრობის „სამაჯური ძვირ­ფა­სი ქვე­ბით“ მიხედვით.

„ყუბაჩური სამაჯურის საიდუმლო“
დამდგმელი რეჟისორი რაფაელ გასპარიანცი
სცენარის ავტორი აჰმედხან აბუ-ბაქარი
როლებში ლიკა ქავჟარაძე
ლევან უჩანეიშვილი
კომპოზიტორი მურად კაჟლაევი
სტუდია ჩრდილოეთ ოსეთის სატელევიზიო სტუდია
გამოსვლის თარიღი 1982
ხანგრძლივობა 77 წთ
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული

აული ყუ­ბა­ჩი, საიდანაც არიან ფილმის მთავარი გმირები, ოდით­გან გან­თქმუ­ლია ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ი­უ­ვე­ლი­რო საქ­მიანობას ეწე­ვი­ან. აუ­ლის ყვე­ლა მშო­ბე­ლი ცდი­ლობს შთა­მო­მავ­ლო­ბას გა­დას­ცეს თა­ვი­სი ხე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო. ახალ­გაზ­რდა მუ­რადს კი ურ­ჩევ­ნია ლექ­სე­ბი წე­როს და უს­მი­ნოს გან­თქმულ აშუღს და მო­ხე­ტი­ა­ლე პო­ეტს მუ­რადს, რომ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად დაარქვეს მას სა­ხე­ლი.

საიდა და მურადი ერთმანეთს დედაქალაქში გაიცნობენ და წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მათი ოჯახები ერთმანეთს მტრობენ მამების შუღლის გამო. ახალგაზრდებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ ერთად დარჩნენ.

ფილმში უხ­ვა­დაა გამოყენებული ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნი ქალის, მანაბა მაგომედოვას ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომელიც ამ სოფ­ლი­და­ნაა.

მთავარ როლებში

რედაქტირება
  • ლიკა ქავჟარაძე — საიდა
  • ლევან უჩანეიშვილი — მურადი
  • ბიმ­ბო­ლათ ვა­ტა­ევ­ი — მურადი (მომღერალი)
  • ვალერია ხუგაევა — საიდას დედა
  • ბარასბი მულაევი — იბრაგიმი
  • ვანატი ალიევი — მუსა
  • ზემფირა გალაზოვა — მურადის დედა
  • თე­მი­ნა ტუ­ა­ე­ვა­ — მანაბა, საიდას და
  • კოსტა ბირაგოვი — აბდულა, საიდას ძმა

ჯილდოები და პრიზები

რედაქტირება
  • 1983 — სატელევიზიო ფილმების საკავშირო ფესტივალის პრიზი „ლირიკული კომედიის ჟანრის პოეტური დამუშავებისთვის“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება