ყუბასარი
ყუბასარი — XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, სამეფო კარზე „გაზრდილი“, გაქრისტიანებული „ნაყივჩაღარი“. დემნა (დემეტრე) უფლისწულის აჯანყების დროს ყუბასარი ყივჩაღთა რაზმით გიორგი III-ის მხარეზე დადგა და მნიშვნელოვნად განაპირობა მეფის გამარჯვება, რისთვისაც ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის სახელოები მიიღო. მასვე ებოძა აჯანყებულთათვის ჩამორთმეული მამულების ნაწილი, მათ შორის სახელო მამულად — ივანე ორბელის ნაქონი ლორე. თამარის გამეფებისთანავე გიორგი III-ის მიერ დამცრობილ ფეოდალთა მოთხოვნით მეფე იძულებული გახდა დაავადებული ყუბასარისთვის სახელოები და ლორე ჩამოერთმია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 661.