ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუს. Кубанский государственный университет) — საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს რუსეთის სამხრეთ ნაწილში, ყუბანში. უნივერსიტეტი დაარსდა 1920 წლის 5 სექტემბერს და მას შემგედ აქ 100 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო განათლება, მათ შორის 1 000-ზე მეტმა უცხოელმა სტუდენტმა. დღეისთვის ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1300-ზე მეტი ლექტორი ასწავლის, მათ შორის 3 რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სრული წევრია, 40-ზე მეტი რუსეთის აკდემიების წევრები და ასოცირებული წევრები, პრემიის ლაურეატები და საპატიო მეცნიერები არიან.

ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა

ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1920 წლის 5 სექტემბრიდან. უნივერსიტეტის პირველ რექტორად მეფის არმიის ყოფილი გენერალი, ნიკანდერ ალექსანდროვიჩ მარქსი აირჩიეს, რომელიც პეტრე I-ის ეპოქამდელი დოკუმენტების სისტემატიზაციაში იყო სპეციალიზებული. 1920 წლისთვის უნივერსიტეტში 34 პროფესორი, 108 მასწავლებელი და 16 მკვლევარი ასისტენტი მუშაობდა.

1921 წლის შემოდგომაზე ქვეყანაში დაწყებული ფინანსური კრიტზისის გამო საბჭოთა რესპუბლიკის არაერთი უნივერსიტეტი დაიხურა, მათ შორის ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, რომელიც შემდეგში მასწავლებელთა საწვრთნელ ცენტრად გადააკეთეს. სამედიცინო ფაკულტეტის გარდა, რომელიც შემდეგში ცალკე უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა, ინსტიტუტმა უნივერსიტეტის ფუნქციები შეითავსა. 1970 წელს ინსტიტუტი კვლავ უნივერსიტეტი გახდა.

ჯილდოები, წევრობა და აღიარება

რედაქტირება
 
ვლადიმირ ბაბეშკო

ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ევროპულ უნივერსიტეტთა ასოციაციისა და აშშ-ის სეისმოლოგიის კვლევითი ცენტრის წევრი. ყუბანის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

2002 წელს ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსეთ-შვეიცარიის ბიზნეს კლუბის ოქროს მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 2004 და 2005 წლებში ევროპული ხარისხის ოქროს მედლის ლაურეატის დიპლომით. 2009 წელს დამოუკიდებელმა სააგენტომ „Reiter“ ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტი რუსეთის ფედერაციის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის მეათე ადგილზე, ხოლო სამხრეთის ფედერალურ რაიონში საუკეთესო უნივერსიტეტად დაასახელა.

1982-2008 წლებში ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო ვლადიმირ ბაბეშკო, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სრული წევრი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2004-2005 წლებში აღიარეს წლის რექტორად. დაჯილდოვდა ყუბანის შრომის გმირის მედლით.

ფაკულტეტები

რედაქტირება
 
ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგო

დღეისთვის ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტს კრასნოდარის ირგვლივ 10 შვილობილი ცენტრი აქვს და 17 ფაკულტეტი ფუნქციონირებს: არქიტექტურისა და დიზაინის, ხელოვნებისა და გრაფიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და უმაღლესი ტექნოლოგიების, კომპიუტერული ტექნოლოგიისა და გამოყენებითი მათემატიკის, ეკონომიკის, გეოგრაფიის, გეოლოგიის, ისტორიის, სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის, იურიდიული, მენეჯმენტისა და ფსიქოლოგიის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების, თანამედროვე ენების, ფიზიკისა და ტექნოლოგიის, პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და კომუნიკაციური მეცნიერების და რუსული ფილოლოგიის.

ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ტურისტული ცენტრი, თეატრალური კლუბი, ცეკვის კლუბი, ვოკალური კლუბი და სახვითი ხელოვნების სტუდია. იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც კრასნოდარის ბინადრები არ არიან, კამპუსია აგებული, რომელსაც ჯანდაცვის ცენტრი ემსახურება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება