ევრიფაგია

ცხოველთა კვება ცხოველური და მცენარეული შედგენილობის სხვადასხვა საკვებით
(გადამისამართდა გვერდიდან ყოვლისმჭამელობა)

ევრიფაგია (ბერძ. εὐρύς — „ფართო“ და φάγος — „შთამნთქმელი“), ყოვლისმჭამელობა, პანტოფაგია (ბერძ. πᾶν — „საყოველთაო“) — საკვები რეჟიმი იმ ცხოველებისა, რომლებიც ჭამენ ცხოველური და მცენარეული შედგენილობის სხვადასხვა საკვებს.[1] იგი პოლიფაგიის უკიდურესი ხარისხია. ახასიათებს, მაგალითად, გარეულ ღორს, მურა დათვს, რუხ ვირთაგვას, ყორანს, უხერხემლოებიდან — ტარაკანების სინანთროპულ სახეობებს, ბევრ გველკუდას. ევრიფაგებს სხვა ცხოველებთან შედარებით უპირატესობა აქვთ, რამდენადაც შეუძლიათ მრავალნაირ გარემო პირობებში, უფრო ფართო არეალებში არსებობა. ზოგიერთი ევრიფაგი, განსაკუთრებით სინანთროპები, კოსმოპოლიტური სახეობა გახდა.[2]

  1. ელერდაშვილი ა., ევრიფაგია // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  2. Эврифаги // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 211.