კონსტანტინე ყიფიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ყიფიანი, კონსტანტინე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფიანი.

კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე ყიფიანი (დ. 3 მარტი, 1849, თბილისი — გ. 17 აპრილი, 1921, იქვე) — ქართველი მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართველი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ვაჟი.

კონსტანტინე (კოტე) ყიფიანი
დაბადების სახელი კონსტანტინე ყიფიანი
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1849
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 17 აპრილი, 1921 (72 წლის)
თბილისი
პროფესია მსახიობი, მწერალი, პუბლიცისტი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო მოღვაწე
მეუღლე(ები) ნინო ტატიშვილი
შვილ(ებ)ი არ ჰყავდა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ პეტერბურგისა და მოსკოვის სამხატვრო აკადემიებში, რომელიც დაამთავრა 1873 წელს. მას ცხოვრების ფართო ასპარეზი ჰქონდა გადაშლილი, მაგრამ მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის მძიმე ჭაპანი არჩია. სიყმაწვილიდან სცენამ გაიტაცა. თექვსმეტი წლისამ პირველად შეასრულა პაჟის როლი მოლიერის „ცოლის შერთვევინებაში“. აქედან მოყოლებული, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თეატრის სიყვარული არ განელებია, ბოლომდე დარჩა მისი ერთგული და უანგარო მსახური. იყო სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი და მსახიობი. კონსტანტინე ყიფიანს ეკუთვნის თეორიული ხასიათის ნაშრომები თეატრსა და მსახიობის ოსტატობაზე. ის ასევე რმოდენიმე მოთხრობისა და ნარკვევის ავტორია. მის კალამს ეკუთვნის პიესები: „ბედი ქართლისა“, „ორი მამა“, „ცოტნე დადიანი“, „ბრძოლა“, „დატრიალდა ჯარა“. წერდა რუსულადაც: „ომი ოჯახში“, „გამარჯვება“, „საიდუმლოება“. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. უპირატესად თარგმნიდა მხატვრულ და პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურას, შეადგინა რუსულ-ქართული ბოტანიკური ლექსიკონი, რაც ჩვენი ეროვნული ლექსიკოგრაფიის ძვირფასი შენაძენია.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნათამაშები როლები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 357, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება