ნინო ტატიშვილი
ნინო ტატიშვილი-ყიფიანი (დ. 1867 — გ. 1937, ქვიშხეთი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი.
ნინო ტატიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1867 |
გარდაცვალების თარიღი |
1937 ქვიშხეთი |
პროფესია | საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი |
მეუღლე(ები) | კონსტანტინე ყიფიანი |
შვილ(ებ)ი | არ ჰყავდა |
ბიოგრაფია
რედაქტირებანინო ბეჟანის ასული ყიფიანი დაიბადა 1867 წელს. იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწის - დიმიტრი ყიფიანის შუათანა ვაჟის, ცნობილი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე ყიფიანის მეუღლე. მათ შვილები არ ჰყოლიათ.
ნინო ტატიშვილი-ყიფიანი იყო მწერალი და მთარგმნელი. აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ ,,ნაკადულის" დაარსებაში, აგრეთვე სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. მან სიცოცხლეშივე დიმიტრი ყიფიანის სახლი ქვიშხეთში, სადაც თავად ცხოვრობდა, გადასცა მწერალთა კავშირს. ამჟამად ამ სახლში ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმია განთავსებული.
ნინო ტატიშვილი გარდაიცვალა 1937 წელს, ქვიშხეთში. დაკრძალულია ქვიშხეთში, ყიფიანების საგვარეულო ეკლესიის ეზოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- თამარ მიქაძე, სოფიო ისაკაძე. დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი. გამომცემლობა ,,სპეკალი", თბილისი, 2016, გვ. 54.