ედიშერ ყიფიანი
ქართველი მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან ყიფიანი, ედიშერ)
ედიშერ ლავრენტის ძე ყიფიანი (დ. 21 ნოემბერი, 1924, თბილისი — გ. 29 დეკემბერი, 1972, იქვე) — ქართველი მწერალი.
ედიშერ ყიფიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 ნოემბერი, 1924 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 29 დეკემბერი, 1972 (48 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჟანრი | რომანი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროლოგიის სპეციალობით. ლიტერატურაში მისი სამწერლო დებიუტი ამავე ხანებში შედგა. პირველი ნაწარმოებები გამოაქვეყნა ახალგაზრდულ გაზეთებსა და „ნიანგში“. 1951 წელს ჟურნალ „დროშაში“ დაიწყო მუშაობა. ჟურნალების ფურცლებზე აქვეყნებდა ნარკვევებსა და მოთხრობებს. მუშაობდა ჟურნალ „მნათობში“ პასუხისაგებ თანამდებობებზე.
მისი ნაწარმოებებია „მაღალი ჭერი“, „ათფურცლიანი რვეულები“, „გოგონა რომელსაც ზღვა უყვარს“, „მწვანე ფარდა“, „მეცხრე კარი“ და სხვა. მისი ბოლო ორ რომანია „ცაში ასროლილი ქუდები“ და „წითელი ღრუბლები“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 357, თბ., 1994