ყირგიზფილმი
„ყირგიზფილმი“ (ყირგ. Кыргызфильм) — მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ყირგიზული კინოსტუდია, რომელიც დაარსდა 1941 წელს და მდებარეობს ქალაქ ბიშკეკში.
დარგი | კინემატოგრაფი |
---|---|
დაფუძნდა | 1941 |
სათავო ოფისი | ბიშკეკი, (ყირგიზეთი) |
პროდუქცია | ფილმები, ანიმაციური ფილმები |
საიტი | kirgizfilm.ru |
ისტორია
რედაქტირებაკინოსტუდია 1941 წელს ჩამოყალიბდა უზბეკური სახელმწიფო ფოყოკინოტრესტის „უზბეკფილმის“ ბაზაზე და თავიდან მისი დასახელება იყო „კინოქრონიკის ფრუნზეს სტუდია“ (1956 წლიდან - მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ფრუნზეს სტუდია).თანამედროვე დასახელება მიიღო 1961 წელს.
ომისშემდგომ წლებში, ხუთწლედის გეგმების მიუხედავად, კინოსტუდიას არ უმუშავია.
1960-1970-იან წლებში „ყირგიზფილმმა“ დაიწყო ჩინგიზ აითმათოვის ნაწარმოებების ეკრანზე გადატანა. ამ დროს აქ თავისი სარეჟისორო კარიერა დაიწყეს ლარისა შეპიტკომ („პაპანაქება“), ანდრია კონჩალოვსკიმ („პირველი მასწავლებელი“). შემდეგში სტუდიაში მუშაობდნენ ადგილობრივი რეჟისორები: ბოლოტბეკ შამშიევი, ტოლომუშ ოკეევი და სხვები.
ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის 1994 წლის 13 სექტემბრის № 695 დადგენილებით ყირგიზეთში დაწესდა პროფესიული დღესასწაული - ყირგიზული კინოს დღე, რომელიც აღინიშნება 17 ნოემბერს.
2018 წელს კინოსტუდიამ მიიღო „А“ კლასის გრან-პრი საერთაშორისო ფესტივალზე თემირ ბეკნაზაროვის ფილმისთვის „ღამის ავარია“.
ამჟამად კინოსტუდია ტოლომუშ ოკეევის სახელობისაა
ანიმაციური ფილმები
რედაქტირებაკინოსტუდიაში გადაღებული პირველი ანიმაციური ფილმი 1977 წელს გამოჩნდა, როცა კინოსტუდიაში შეიქმნა მულტიპლიკატორების შემოქმედებითი ჯგუფი. ჯგუფის ხელმღვანელად დაინიშნა მხატვარი საგინბეკ იშენოვი. ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან ერთ წელიწადში ჯგუმა შექმნა ყირგიზული კინოს ისტორიაში პირველი 10 წუთიანი ნახატი ფილმრ „ციფრები კამათობენ“.
1990-იანი წლების დასაწყისიდან კინოსტუდიამ შეწყვიტა მულტიპლიკაციური ფილმების რეგულარულად გამოშვება, შემოქმედებითი ჯგუფი კი დაიშალა.