ყინულის გიგანტი

(გადამისამართდა გვერდიდან ყინულის გიგანტები)

ყინულის გიგანტი — გიგანტი პლანეტა, რომელიც უმეტესად შედგება ყინულებისაგან — წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე აქროლადი ნივთიერებებით, როგორებიცაა: წყალი, მეთანი და ამიაკი. ამის საპირისპიროდ, გაზური გიგანტები წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება.[1] 1990-იანებში ცნობილი გახდა, რომ ურანი და ნეპტუნი გიგანტი პლანეტების ცალკეული კლასი იყო, რომლებიც 20 % წყალბადისაგან შედგებოდა, შედარებისთვის კი გაზის გიგანტებში ამ ელემენტს 90 % უკავია.[1] ეს ნივთიერებები სინამდვილეში ყინული იყო ყინულის გიგანტების ფორმირებისას, მაგრამ ახლა ისინი სხვადასხვა ფაზებში არსებობს, ძირითადად ზეკრიტიკულ სითხეებად.[1] ყინული უმეტესად H2O-სგან შედგება. მეცნიერთა ვარაუდით, ყინულის გიგანტს მეტალური წყალბადი არ აქვს ბირთვში, განსხვავებით გაზური გიგანტისაგან.[1]

ურანი
ნეპტუნი

დაფიქსირებულია სხვადასხვა ატმოსფერული მოვლენები, როგორებიცაა: პოლარული მორევები, ძლიერი ზონური ქარები და დიდი მასშტაბის ცირკულაცია.[1] არ არსებობს დამაკმაყოფილებელი მოდელი, რომელიც აღწერს, თუ რატომ არსებობს ეს მახასიათებლები.[1] მათი დიდი ზომისა დ ადაბალი თერმული გამტარობის გამო, პლანეტის ინტერიერის წნევა რამდენიმე 100 გპა და რამდენიმე 1000 K-ა. 2012 წლის მარტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წყლის ყინულის გიგანტის მოდელებში გამოყენებული კუმშვადობა 1/3 უნდა ყოფილიყო.[2] ეს მნიშვნელობა გამოსადეგია ყინულის გიგანტების მოდელირებისთვის და მათ შესწავლას ძალიან აადვილებს.[2] ყინულის გიგანტები მოიცავს ურანს, ნეპტუნს და ამ კატეგორიაში რამდენიმე ეგზოპლანეტას.[2]

ყინულის გიგანტების წარმოქმნა

რედაქტირება

ყინულის გიგანტებს აქვს გაზის გარსი, რომელიც გაზის გიგანტ იუპიტერისა და სატურნისაზე მცირეა, მაგრამ მაინც სუბსტანციურია (რამდენიმე დედამიწის მასის).[3] ამ გარსების არსებობა კრიტიკულ შეზღუდვას წარმოქმნის: გიგანტი პლანეტები უნდა ჩამოყალიბებულიყო შედარებით სწრაფად, სანამ პროტოპლანეტურ დისკოში გაზი გაიფანტებოდა.[3] დაკვირვებებმა ახალგაზრდა ვარსკვლავთგროვებში არსებულ პროტოპლანეტურ დისკოებზე ცხადყო, რომ გაზის დისკოს სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-10 მილიონი წელიწადი უნდა იყოს.[3]

მაგნიტური ველები

რედაქტირება

ურანისა და ნეპტუნის მაგნიტური ველი დახრილი და გადანაცვლებულია.[4] მათი ველის ზომა შუალედურია იუპიტერისა და სატურნის ველებსა და კლდოვანი პლანეტების ველებს შორის: მათი სიძლიერე დედამიწისას 50 და 25-ჯერ აღემატება, შესაბამისად.[4] მიჩნეულია, რომ მათი მაგნიტური ველები წარმოიქმნა იონიზირებული კონვექცირებად გამდნარ ყინულის მანტიაში.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 M. Hofstadter w/ co-authors - The Atmosphere of the Ice Giants, Uranus and Neptune
  2. 2.0 2.1 2.2 The Interiors of Ice Giant Planets (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-13. ციტირების თარიღი: 2015-01-17.
  3. 3.0 3.1 3.2 Planetary formation and migration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-15. ციტირების თარიღი: 2015-01-17.
  4. 4.0 4.1 4.2 THE NATURE AND ORIGIN OF PLANETARY MAGNETIC FIELDS