ჯაბღუ
ჯაბღუ, ასევე ჯიბღუ (გ. 630) — ასე იხსენიება ძვ. ქართულ საისტორიო წყაროებში თურქთა დასავლეთ სახაკანოს მმართველი, აშინას დინასტიის უფლისწული — მოხო. ჯაბღუ და მისი ძე — ბური შათი სარდლობდნენ 627-628 წლებში ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს მოკავშირე თურქთა დასავლეთ სახაკანოს ლაშქარს. 627 წელს, საკმაოდ დიდი ჯარით გადალახა დარუბანდის კარი და მოვსეს კალანკატვაცის ცნობით ააოხრა აზერბაიჯანი.
ჯაბღუ ან ჯიბღუ | |
---|---|
თურქთა დასავლეთ სახაკანოს მმართველი | |
მმართ. დასაწყისი: | 618 |
მმართ. დასასრული: | 630 |
წინამორბედი: | შეგუი-ხანი |
მემკვიდრე: | ქულუგ-სიბირი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ? |
გარდ. თარიღი: | 630 |
„ალვანეთის ქვეყნის ყველა საზღვარი და არტპატაკანის (აზერბაიჯანის) ერთი ნაწილი მახვილის პირით გაანადგურა.“
|
ჯაბღუმ აიღო დედაქალაქი პარტავი (ბარდავი) და მისი მოსახლეობა გაჟლიტა. სპარსეთის შაჰის დანიშნული მმართველი, მარზპანი გაიშაქი უძლური აღმოჩნდა და თავისი ოჯახით სპარსეთში გაიქცა. ამის შემდეგ ჯაბღუ ნადავლით დატვირთული თბილისისაკენ გაეშურა.[1] 627 წელს, თბილისის ორთვიანი უშედეგო ალყის შემდეგ ჯაბღუ სახაკანოში დაბრუნდა, მაგრამ ჰერაკლეს 40 000-იანი ჯარი თავისი შვილის მეთაურობით დაუტოვა, რათა ირანის წინააღმდეგ ებრძოლათ. ჯაბღუ-ხაკანი მოკლული იქნა შინაომის დროს. „ჯაბღუ“ ბურის ტიტულიც იყო. იგი ნიშნავდა „მეფის ნაცვალს“, „მოადგილეს“, „სახაკანოში ღირსებით მეორეს“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოილაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 564.
- მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-585-3.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 116-119