ყვრიმალის ძვალი
ყვრიმალის ძვალი[1] (ლათ. os zygomaticum, zygoma) — წყვილი ძვალი, რომელიც უერთდება მეზობლად განლაგებულ ტვინისა და თავის ქალას სახის განყოფილების ძვლებს და ამაგრებს სახის განყოფილებას. მასზე არჩევენ 3 ზედაპირს: გარეთ მიმართულ ლატერალური ზედაპირს – facies lateralis, შიგნით მიმართულ თვალბუდისმხრივ ზედაპირს – facies orbitalis, რომელიც შედის თვალბუდის გარეთა და ქვემო კედლების შემადგენლობაში, და საფეთქლის ფოსოსაკენ მიმართულ საფეთქლისმხრივ ზედაპირს – facies temporali. ყვრიმალის ძვალს აქვს სამი მორჩი: ზედა ყბის მორჩი (Processus maxillaris) შუბლისეული მორჩი (Processus frontalis) და საფეთქლისეული მორჩი (Processus temporalis). შუბლისეული მორჩი გამოდის ყვრიმალის ძვლის ზემო კუთხიდან და უერთდება შუბლის ძვლის ყვრიმალისეულ მორჩს შუბლ-ყვრიმალის ნაკერით – sutura frontozygomatica და სოლისებრი ძვლის დიდ ფრთას სოლისებრ-ყვრიმალის ნაკერით – sutura sphenozygomatica. თვალბუდისმხრივ ზედაპირზე მდებარეობს ყვრიმალ-თვალბუდის ხვრელი – foramen zygomaticoorbitale, რომელიც ყვრიმალის ძვლის სისქეში ოყოფა ორ არხად: ერთი მათგანი იხსნება ძვლის წინა ზედაპირზე ყვრიმალ-სახის ხვრელით – foramen zygomaticofaciale, მეორე – საფეთქლისმხრივ ზედაპირზე ყვრიმალ-საფეთქლის ხვრელით – foramen zygomaticotemporale (ამ არხებში გადის ნერვები). ყვრიმალის ძვლის უკანა კუთხიდან გამოდის საფეთქლისეული მორჩი – processus temporalis, რომელიც უერთდება საფეთქლის ძვლის ყვრიმალისეულ მორჩს და მასთან ერთად წარმოქმნის ყვრიმალის რკალს – arcus zygomaticus. ყვრიმალის ძვლის ზედა ყბის მორჩი უერთდება ზედა ყბის ყვრიმალის მორჩს ძვლოვანი ნაკერით – sutura zygomaticomaxillaris.
ყვრიმალის ძვალი | |
---|---|
ლათინური | os zygomaticum, zygoma |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Johann Schwelger und Runhild Lucius: Der Mensch – Anatomie und Physiologie. 5. Auflage. Georg Thieme Verlag, 2006, ISBN 978-3-131-68935-1.