ყვითელი ძიძო
ყვითელი ძიძო (ლათ. Melilotus officinalis) — ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 30-100 სმ. ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, დატოტვილი, შიშველი ან ზედა ნაწილში შებუსული. ფოთოლაკები 7-28 მმ-მდე სიგრძისაა, ფორმით უკუკვერცხისებური ან სოლისებური, მომრგვალო ან მოგრძო-ლანცეტა, დაკბილული ან კიდემთლიანი. ყვავილედი მრავალყვავილიანი, ხშირი მტევანია. გვირგვინი ყვითელია. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე მდელოებზე, ბუჩქნარებში, ტყისპირებში, მინდვრებსა და გზისპირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.
ყვითელი ძიძო | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Melilotus officinalis (L.) Pall | ||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილი
-
ფოთლები
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 454.