ყვითელი სახლი (ნიდერლ. Het gele huis) — ნიდერლანდელი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული 1888 წელს, ზეთის საღებავებით, ტილოზე. ინახება ვან გოგის მუზეუმში, ამსტერდამში.

ყვითელი სახლი
Van Gogh's woning aan de place Lamartine in Arles[1]
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1888
კატალოგი F464[2] და JH1589[2]
ტიპი ზეთის საღებავები ტილო
სიმაღლე 76 სმ
სიგანე 94 სმ
ქალაქი ამსტერდამი
მუზეუმი ვან გოგის მუზეუმი

სწორედ აქ ცხოვრობდა ვან გოგი არლში ყოფნისას და „ყვითელი სახლიც“ მაშინვე შეარქვა ამ შენობას. აქვე მიაღწია კულმინაციურ წერტილს მისმა ცხოვრებამ, როცა ფსიქიკურმა გაუწონასწორებლობამ იჩინა თავი. სწორედ აქ დაემუქრა ის გოგენს და აქ მოიჭრა ყური. ამ სახლში უნდა ეცხოვრა სამხრეთელი მხატვრების საძმოს: ეს იყო ბარბიზონელთა ჯგუფი და პრერაფაელიტები, მაგრამ გოგენის მედიდურობის და ვან გოგის ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ეს გეგმა ჩაიშალა. ამ სახლმა დიდი გავლენა იქონია ვან გოგზე და ამიტომ ის მრავალჯერ გამხდარა მისი შთაგონების წყარო.

ყვითელი სახლის სხვა ნახატები

რედაქტირება
 
აკვარელი

ის რომ ეს სახლი ვან გოგისთვის შთაგონების წყარო იყო იმითაც მტკიცდება, რომ მას სახლის რამდენიმე ნახატი აქვს შესრულებბული. მათ შორის ყველაზე ცნობილია აკვარელით შესრულებული ნახატები.

ამ სურათში მთელი სისავსით წარმოჩნდა მისი ოსტატობა, ეს ტილო ვან გოგმა სინათლის სამ ზონად დაყო. წინა პლანზე ვხედავთ ყვითელ ფერს მწვანე, მოწითალო და ვარდისფერი ნიუანსებით. ცენტრში ჭარბობს ყვითელი მუქი მწვანის ზინებით, ზედა ნაწილი კი, ანუ ზეცა მუქი კობალტითაა შეფერილი. ყველაზე კაშკაშა ყვითელით სახლია დახატული. ჩვეულებრივ, სურათებში ზედა ნაწილი ყველაზე ბნელია, რაც მეტ სინათლეს ანიჭებს ქვედა ნაწილს. ყვითელი ვან გოგის საყვარელი ფერი იყო.

 
„ეს არის სინათლე, რომელსაც სვა სახელს ვერ ვარქმევ და ამიტომ ყვითელს, ოქროსფერ ბაც ლიმონათისფერს ვუწოდებ. ყვითელი ისეთი მშვენიერია!“

მიუხედავად იმისა, რომ ამ სურათზე ადამიანებიც ჩანან, მხატვრის სხვა ტილოების მსგავსად იგი მაინც მარტოობის შეგრძნებას ბადებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დიდი მხატვრები, ვან გოგი, გამომცემლობა პალიტრა L, თბ., 2010

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://rkd.nl/explore/images/53541
  2. 2.0 2.1 http://www.vangoghmuseum.nl/nl/collectie/s0032V1962