ყვიბისის მთავარანგელოზის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისისში
(გადამისამართდა გვერდიდან ყვიბისის მთავარ ანგელოზის ეკლესია)

ყვიბისის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში. მდებარეობს სოფლის განაპირას, კერძოდ, შემაღლებულ ადგილას. ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ეკლესია უნდა იყოს აშენებული XII საუკუნეში. წარმოადგენს ბაზილიკური ტიპის ტაძარს.

ყვიბისის მთავარანგელოზის ეკლესია

ეკლესია ნაგებია დიდი ზომის, უხეშად დამუშავებული, ღია ფერის ადგილობრივი ჯიშის ქვის კვადრებით. ეკლესიას სამხრეთით აბსიდი მინაშენი აქვს. ეკლესიის მთავარ დარბაზში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, ცენტრში სფერული კონქითაა გადახურული. კედელში გაჭრილი ორი სარკმელი, მათ ქვემოთ კი კარი, რომელიც გადის სამხრეთ ნავში. ამ კარების კონტურები მორღვეულია და გვიანაა ამოშენებული. ამიტომ დასავლეთის კედლის ცენტრში განიერი კარია, რომელსაც არქიტრავად გამოყენებული აქვს 240 სმ სიგრძის სწორკუთხა ქვა. წლების წინ მთავარანგელოზის ეკლესიის სახურავი შეკეთებულ იქნა, ხოლო 2005 წელს ეკლესია მოიხატა ადგილობრივი მთავრობისა და დავით გელაშვილის ფინანსური მხარდაჭერით. დღესდღეობით ტაძარი მოქმედია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2014, გვ. 32-33
  • გელაშვილი ბ., ცოტა რა ყვიბისის წარსულიდან, გაზეთი რეპორტი-2, ბორჯომი, 2007, 18 სექტემბერი, #53
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
  • გოილაძე ვ., ჩვენი მხარისა და სოფელ ყვიბისის წარსულიდან, ჟურნალი თორი, ბორჯომი 2008, #3.