ყველაზე ლამაზი ცოლი (ფილმი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„ყველაზე ლამაზი ცოლი“ (იტალ. La Moglie più bella) — იტალიური მხატვრული ფილმი, გადაღებული 1970 წელს, რეჟისორ დამიანო დამიანის მიერ. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.

„ყველაზე ლამაზი ცოლი“
ჟანრი დრამა
რეჟისორი დამიანო დამიანი
სცენარის ავტორი დამიანო დამიანი, სოფია სკანდურა, ენრიკო რიბულსი
როლებში ორნელა მუტი, ალესიო ორანო
კომპოზიტორი ენიო მორიკონე
სტუდია Franco Di Giacomo
პრემიერა 12 მარტი, 1970 (1970-03-12)
ხანგრძლივობა 108 წთ.
ქვეყანა იტალიის დროშა
ენა იტალიური
საიტი IMDb ID 0232114

სიცილია, 1960-იანი წლები. 22 წლის ვიტო იუვარა, რომელსაც ადგილობრივი მაფიის ბოსობა სურს, ბიძის რჩევით გადაწყვეტს ლამაზი ცოლი მოიყვანოს. ბიჭს ახალგაზრდა გლეხის გოგო ფრანჩესკა ჩიმაროზა (ორნელა მუტი) მოეწონება. ვიტო გოგოსაც შეუყვარდება და დაინიშნება, ისინი ერთად დადიან ქალაქში, ყველა ულოცავს და მათ ქორწილს ელოდებიან. ვიტო გოგოს ოჯახისთვის სახლის აშენებას გადაწყვეტს და თან საუბრისას დაამადლის. თანდათან ფრანჩესკას მისი ქედმაღლობა არ მოეწონება და ცოლობაზე უარს ეტყვის. შერცხვენილი ვიტო მეგობრებთან ერთად მოიტაცებს გოგოს, იძალადებს, ცოლობას აიძულებს და ქორწილსაც გადაიხდის. ფრანჩესკა არ შეურიგდება თავის ბედს, დატოვებს ვიტოს და სახლში წავა. დილით იგი ქვრივ რიტა მოსუმელიას შეხვდება, რომელიც მოტაცებით იყო გათხოვილი და გამოკითხავს, თუ როგორ გრძნობდა თავს. ქალი ეტყვის რომ ჰყავდა ოჯახი, ბავშვები და ამით იმშვიდებდა თავს. თავიდან როცა სახლში მოდიოდა ქმარი ტიროდა, მაგრამ თანდათან შეურიგდა ბედს. შეურაწყოფილი ფრანჩესკა პოლიციაში წავა და ვიტო იუვარას უჩივლებს. პოლიციისთვის ასეთი სიტუაცია ნაცნობია, ჯერ მოტაცებულები იჩხუბებთ და მერე შერიგდებითო, თუმც ფრანჩესკა არ აპირებს შერიგებას და განცხადებას დაწერს. მთელი ქალაქი როგორც ჩამშვებს ისე უყურება გოგოს. ფრანჩესკას პატარა ძმაც ურჩევს გოგოს გამოიტანოს განცხადება და რომ გაიზრდება პასუხს მოსთხოვს ვიტოს. ამასთან მაფიოზი დაემუქრება მთელ ოჯახს. ფრანჩესკას ვიტოს კონკურენტი მაფიოზებიც დაუკავშირდებიან და მის მოშორებაში დახმარებას შეთავაზებენ. გოგო პირიქით გადაარჩენს ყოფილ რჩეულს და პირობას დაუდებს, რომ სახალხოდ ბოდიში მოუხადოს და პოლიციიდან განცხადებას გაიტანს. ვიტო უარს ეტყვის და პოლიციაში, პირიქით ცილს დასწამებს. მთელი ქალაქი კვლავ ფრანჩესკან ჭინააღმდეგ ადგება, მაგრამ გოგო გაუძლებს ამ ზეწოლას და ვიტოს დააჭერინებს. „რაც ვერ შეძლო მთელმა პოლიციამ, შეძლო ფრანცესკამ“ - ამბობს ვიტო და პოლიციელებს მიყვება. ციხეში მიმავალ ვიტოს დანახვაზე ფრანჩესკა ატირდება.

 
ორნელა მუტი

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
  • ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, რომელიც სიცილიელ გოგოს ფრანკ ვიოლას გადახდა. 15 წლის გოგონა დიდ მიწათმფლობელ და მაფიოზის შვილზე ფილიპ მელოდიაზე დანიშნეს. მალე ბიჭს კანონთან პრობლემები შეექმნა და გერმანიაში წავიდა. გოგოს მამამ ნიშნობა გააუქმა. ფილიპი სიცილიაში მალე დაბრუნდა, მცირე ხნით ციხე მოიხადა, გათავისუფლდა და სიცილიური წესებით ნიშნობის აღდგენა მოითხოვს. 1965 წელს უარყოფოლმა მაფიოზმა საქმრომ გოგო მოიტაცა, 8 დღე სახლში ჩაკეტა და ცოლობას აიძულებდა. მაგრამ ვერაფერს მიაღწია. ამ მოვლენას პრესის Associated Press საშუალებით დიდი რეზონანსი მოჰყვა, გოგო, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა სიცილიის ათასწლოვან ტრადიციას. საბოლოოდ ვაჟი 10 წლით დაიჭირეს. ციხიდან გამოსვლისას კრიმინალური საქმიანობა გააგრძელა და 1978 წელს მოკლეს.
  • 1968 წელს ფრანკა დაოჯახდა და სამი შვილი შეეძინათ.
  • 2014 წლის 13 თებერვალს იტალიის პრეზიდენტის ბრძანებით იტალიის რესპუბლიკის დამსახურებისთვის, დიდი ოფიცრის ორდენით დააჯილდოვეს.
  • ეს ფილმი დებიუტი იყო 14 წლის ორნელა მუტისთვის. 1975 წელს ცოლად გაჰყვა ვიტო იუვარას როლის შემსრულებელ ალესიო ორანოს. ქორწინებამ 1981 წლამდე გასტანა.

მსახიობები

რედაქტირება
მსახიობი როლი
ორნელა მუტი ფრანჩესკა ჩიმაროზა ფრანჩესკა ჩიმაროზა
ალესიო ორანო ვიტო ვიტო
ტანო ჩიმაროზა გაეტანო ჩიმაროზა გაეტანო ჩიმაროზა
ენცო ანდრონიკო ადვოკატი ადვოკატი
ამერიგო ტოტი ანტონიო სტელა ანტონიო სტელა

ჯილდოები

რედაქტირება
პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
Golden Goblets, Italy 1970 საუკეთესო კინოდებიუტი ორნელა მუტი გამარჯვებული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება