ყვარლის ცალგვერდა ეკლესია
ყვარლის ცალგვერდა ეკლასია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში. ქალაქ ყვარლის სამხრეთ-დასავლეთით, სამიოდე კილომეტრის მანძილზე, ვენახებში. თარიღდება შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. დაზიანებულია: წაქცეულია კამარა და კონქი, თითქმის მთლიანადაა დანგრეული სამხრეთ და დასავლეთ კედლები, დანგრეულია აფსიდის შუა ნაწილი, ინტერიერი მთლიანად ამოვსებულია ქვითა და მიწით. აფსიდის გვერდებში მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა. ჩრდილოეთ კედლის შუაში სარკმელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 348.