ყვარლის ღვთაების ეკლესია
ყვარლის ღვთაების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას ყვარელში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (11,5x6,7 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვით და აგურით. დაზიანებულია შესასვლელები. არ შემორჩენილა ლავგარდანი, ჩამოცვენილია სახურავის საფარი. ეკლესიას სამი თაღოვანი შესასვლელი აქვს. ერთი დასავლეთით (ამოშენებულია). თითო-თითო გრძივი კედლების შუაში. აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე ფართო, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მსგავსი ერთი სარკმელი დასავლეთით კედელშია. თითო სარკმელი ყოფილა ამავე კედლების ღმოსავლეთ ნაწილშიც. აფსიდის მხრებთან ახლოს, რომელთა ნაცვლად, მოგვიანებით, განიერი, პარალელურწირთხლებიანი სარკმლები მოუწყვიათ აფსიდის სამხრეთ გვერდში ერთი ოთხკუთხა ნიშაა, ჩრდილოეთ გვერდში - ორი, აფსიდის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ ორი საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ფორმის ორსაფეხურიანი ამბიონი აქვს მოწყობილი. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მათგან ერთი დარბაზის შუაშია, მეორე დასავლეთ კედეკთან, შუა თაღი კრონშტაინებზეა დაყრდნობილიდასავლეთისა კი პილასტრებზე. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია გაჭრილი ეკლესიის იატაკი ქართული აგურითაა მოგებული. დასავლეთ კედლის კეხზე შემორჩენილია სამრეკლოს საფუძვლის ნაშთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 345.