ყვარლის მარანი
ყვარლის მარანი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის აღმოსავლეთით, 3,5 კმ-ზე, ნასოფლარ ყორეანის ტერიტორიაზე. თარიღდება XIX საუკუნით. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია. კედლები შემორჩენილია 1-1,5 მ სიმაღლეზე. აღმოსავლეთით განიერი შესასვლელია. ინტერიერში მიწის დონე აწეულია და ქვევრები არ ჩანს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 337.