ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბი
(გადამისამართდა გვერდიდან ყვარლის გერბი)
ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბი — ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ №21 დადგენილებით, 2012 წლის 9 აგვისტოს.[1]
დეტალები | |
---|---|
დამტკიცდა | 9 აგვისტო, 2012 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | გვირგვინი, ვაზი, ჯვარი, ფრთოსანი ცხენი, გალავანი |
ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
დევიზი | ყვარელი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი შუაზე ტეხილადაა გადაკვეთილი, ხოლო ზედა ნაწილი გაკვეთილია და იყოფა ორ ველად.
- I ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ვერცხლის ორკოშკიანი გალავანი ღია კარიბჭით. კოშკებს შორის მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, ხოლო კარიბჭის ქვემოთ ოქროს ვაზი.
- II ნაწილი — ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარი.
- III ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის ფრთოსანი ცხენი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კატარაქტიანი კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ყვარელი“.